Thumbnail
  • ფიფამ 2019 წლის მთავარ საფეხბურთო ჯილდოებზე ნომინანტები დაასახელა
  • წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ფიფას სამეული უეფასას დაემთხვა

ფიფამ 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელობის სამი პრეტენდენტი დაასახელა. რჩეულთა შორის მოხვდნენ ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, იუვენტუსი) და ვირჯილ ვან დაიკი (ჰოლანდია, ლივერპული).

შეგახსენეთ, რომ სწორედ ეს სამეული იყო წარდგენილი უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზეც, გამარჯვებულად კი ლივერპულის მცველი დასახელდა.

ფიფამ ასევე დაასახელა წლის საუკეთესო მეკარისა და მწვრთნელის კანდიდატები, პუშკაშის პრემიის ნომინანტები, რომელიც წლის სუაკეთესო გოლის ავტორს გადაეცემა. ასევე: საუკეთესო ფეხბურთელის, მეკარისა და მწვრთნელის პრემიის ნომინანტები ქალთა ფეხბურთში...

FIFA Puskás Award - საუკეთესო გოლი

ლიონელ მესი (ბარსელონა, გოლი ბეტისის კარში), 
ხუან კინტერო (რივერ პლეიტი, გოლი რასინგის კარში)
დანიელ ჟორი (დებრეცენი, გოლი ფერენცვაროშის კარში)

The Best FIFA - საუკეთესო მეკარე

ალისონ ბეკერი (ბრაზილია, ლივერპული)
ედერსონი (ბრაზილია, მანჩესტერ სიტი)
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია, ბარსელონა)

The Best FIFA - საუკეთესო ქალი მეკარე

კრისტიანე ენდლერი (ჩილე, პსჟ)
ჰედვიგ ლინდალი (შვედეთი, ჩელსი)
სარი ვან ვეენენდაალი (ჰოლანდია, არსენალი)

The Best FIFA - საუკეთესო მწვრთნელი

ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი)
იურგენ კლოპი (ლივერპული)
მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი)

The Best FIFA - საუკეთესო მწვრთნელი ქალთა ფეხბურთში

ჟილ ელისი
ფილ ნევილი
სარინა ვიგმანი

The Best FIFA - საუკეთესო ქალი ფეხბურთელი

ლუსი ბრონზი
ალექს მორგანი
მეგან რაპინო 

საუკეთესო ფანატების პრიზი

სილვია გრეკო შვილთან ერთად, რომელსაც მხედველობა აქვს დაქვეითებული
ჰოლანდიის ნაკრების ფანატები ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე
ხუსტო სანჩესი, რომელიც გარდაცვლილი შვილის გუნდს ქომაგობს

გამარჯვებულები 23 სექტემბერს, მილანის საოპერო თეატრში, ლა-სკალაში დაგეგმილ The Best FIFA Football Awards-ის შოუზე დასახელდება. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ფიფას საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის რეალისა და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა, საუკეთესო მწვრთნელად კი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრების თავკაცი დიდიე დეშამი დასახელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები