Thumbnail

როგორ მოიგო ლუხუმ ჩხვიმიანმა მსოფლიოს ჩემპიონატი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუხუმ ჩხვიმიანმა მსოფლიოს ჩემპიონობისთვის შვიდი ორთაბრძოლა მოიგო
  • ის მეშვიდე ქართველი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქრო მოიგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 მედალი მოიპოვა: ლუკა მაისურაძე (81კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ) ოქროს მედლის მოგება მოახერხა.

ლუხუმი მეშვიდე ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს 7 ბრძოლის მოგება დასჭირდა ჩემპიონობის მოსაპოვებლად.

ლუხუმმა ბრძოლა პირველი ეტაპიდან დაიწყო და ფინალამდე მიაღწია, სადაც უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევს 3 წუთსა და 40 წამში სძლია.

გთავაზობთ ქართველი ძიუდოისტის მიერ შესრულებულ ყველა ილეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე

📺 ვიდეო: ლუხუმ ჩხვიმიანის გზა მსოფლიოს ჩემპიონობამდე

კომენტარები

ბოლო ამბები