Thumbnail

U18 საქართველოს ნაკრები ბელგიასთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ შემადგენლობა დაასახელა
  • ორივე მატჩი ბელგიის ქალაქ ტუბიცეში გაიმართება

საქართველოს 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 6 და 8 სექტემბერს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს სტუმრად ბელგიასთან. ორივე შეხვედრა ქალაქ ტუბიცეში გაიმართება.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ უკვე შეარჩია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ბელგიელებთან სათამაშოდ მოემზადებიან:

მეკარეები: ავთო კაპანაძე (ჩიხურა), ლაშა ტიტვინიძე (დილა).

მცველები: ირაკლი იაკობიძე (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (დინამო თბ), სანდრო ტეფნაძე (ჩიხურა), ნიკა ხეცურიანი (მერანი თბ), ზურაბ ლატარია (საბურთალო).

ნახევარმცველები: ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა მამაცაშვილი (საბურთალო), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), დავით ზურაბიანი (დინამო თბ), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), დიმიტრი ფაჩულია (საბურთალო), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია).

თავდამსხმელები: გია აფხაზავა (დინამო ბთ), ნიკა კონიაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ომარაშვილი (დინამო თბ).

კომენტარები

ბოლო ამბები