Thumbnail
  • 1 სექტემბერს, ქართველი მორაგბეები იაპონიაში ოფიციალურად გააცილეს
  • თუმცა, მილტონ ჰეიგის გუნდმა ჯერ შოტლანდიაში უნდა ითამაშოს

1 სექტემბერს, სასტუმრო ამბასადორში შედგა ქართველი მორაგბეების ოფიციალური გაცილება იაპონიაში, სადაც რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება. ღონისძიებას საპატიო სტუმრები დაესწრნენ, მათ შორის იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა.

საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს შოტლანდიაში მიემგზავრება, სადაც მარიფილდზე შოტლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. სწორედ ამის შემდეგ ჩავა მილტონ ჰეიგის გუნდი იაპონიაში. 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი 20 სექტემებრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს. ბორჯღალოსნები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ. საქართველოს რაგბის ნაკრების გაცილების ღონისძიებაზე კომენტარებიც გაკეთდა.

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრები)

“სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე წავალთ, იქამდე შოტლანდიაში გვაქვს სათამაშო, სადაც რეაბილიტაცია უნდა მოვახდინოთ. თბილისური მატჩი ჩვენთვის არასასურველი შედეგით დამთავრდა და ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. ხარვეზები უნდა აღმოფხვრათ და ამაზე ვართ სრულად კონცენტრირებული. უნდა დავინახოთ, თუ რამდენად კარგად შეგვიძლია შეცდომების გამოსწორება და ამის შემდეგ ვიფიქრებთ უკვე უელსზე. რაც შეეხება ტრავმას, სარეაბილიტაციო პერიოდს გავდივარ და ჩემი მიზანია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა”.

შალვა გოგოლაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე)

“ვაცილებთ ეროვნულ ნაკრებს, ჩვენ გმირებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა შოტლანდიის გავლით. მინდა წარმატება ვუსურვო გუნდს როგორც შოტლანდიაში, ისე იაპონიაში. დარწმუნებული ვარ, რომ შოტლანდიასთან ჩვენი გუნდი სულ სხვა დონის რაგბს ითამაშებს და დიდ სიხარულს მიანიჭებს ქართველ გულშემატკივარს. საქართველოს რაგბის ნაკრები მეხუთედ მიემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე და დარწმუნებული ვარ, რომ მიაღწევს დასახულ მიზნებს".

გამოკითხვა

ვინ მოიგებს D ჯგუფს?

  • უელსი
  • ავსტრალია
  • ფიჯი
  • საქართველო
  • ურუგვაი

კომენტარები

ბოლო ამბები