Thumbnail

ტრანსფერი | ლორენტე ანჩელოტისთან! ნაპოლიმ გამოცდილი ესპანელი აიყვანა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნაპოლიმ ფერნანდო ლორენტესთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა
  • 34 წლის თავდამსხმელმა 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა
ლორენტემ ნაპოლისთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

როგორც მოსალოდნელი იყო, ნაპოლიმ ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერზე მუშაობა წარმატებით დაასრულა. სამხრეთიტალიურმა კლუბმა 34 წლის ცენტრფორვარდის გადაბირება ოფიციალურად დაადასტურა.

ლორენტემ ნაპოლისთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ ესპანელ თავდამსხმელს ივნისის ბოლოს ტოტენჰემთან ხელშეკრულება დაუმთავრდა და მას მერე უკლუბოდ იყო. ამრიგად, ლორენტე იტალიაში ბრუნდება, სადაც 2013-დან 2015 წლამდე იუვენტუსის ღირსებას იცავდა.

ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ახალი ცენტრფორვარდი აუცილებლად სჭირდებოდა, რადგან წინა ხაზის ცენტრში ანჩელოტი მხოლოდ არკადიუშ მილიკისა და დრის მერტენსის იმედადაა. ლორენტესთან შეთანხმება იმას ნიშნავს, რომ მაურო იკარდი ნეაპოლში არ მიდის!

ნაპოლიმ შაბათს იუვენტუსთან პრინციპული მატჩი 3:4 წააგო და ორი ტურის შემდეგ, სერია A-ს ცხრილში 3 ქულით მე-10 ადგილზეა. 

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები