Thumbnail
  • ჩემპიონის ზედიზედ მეორე მარცხი.
  • ზაზა ფაჩულიას 2 ქულა და 2 მოხსნა.
  • პოლ ჯორჯი - 38 ქულა, ვესტბრუკი - 34.

გოლდენ სტეიტმა ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია. დენვერთან წაგების შემდეგ (108:115), NBA-ს მოქმედი ჩემპიონი ოკლაჰომასთან 20-ქულიანი სხვაობით, 105:125 დამარცხდა.

უორიორსის ქართველმა ცენტრმა 13 წუთი და 21 წამი ითამაშა - მისი შედეგი მოკრძალებულია: ზაზამ 2 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. მან ორიდან ერთი 2-ქულიანი ჩააგდო და ორი საჯარიმო გააფუჭა.

ოკლაჰომას ლიდერ რასელ ვესტბრუკს სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა და ამდენივე პასი დააკლდა. მიუხედავად ძალიან ნაყოფიერი მოქმედებებისა, რასი ყველაზე შედეგიანი მაინც ვერ გახდა. მას 38 ქულის მომგროვებელმა პოლ ჯორჯმა აჯობა. სტუმრებმა შეხვედრა ფაქტობრივად კარმელო ენტონის გარეშე მოიგეს, რომელმაც მატჩის დებიუტში ტრავმა მიიღო.

თუ არ ჩავთვლით კევინ დურანტს, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, გოლდენ სტეიტიდან თავი ვერცერთმა ლიდერმა ვერაფრით გამოიჩინა. სტეფ კარის ანგარიშზე 21, ხოლო კლეი ტომპსონის ანგარიშზე კი - 12 ქულაა.

► გაცვლიან თუ რჩება? რამდენად რეალურია ფაჩულიას გოლდენ სტეიტიდან წასვლის ხმები

ოკლაჰომელები მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდნენ. პირველი ტაიმი მათ 13 ქულით მოიგეს, ხოლო უკანასკნელი მეოთხედის დაწყების წინ კი უპირატესობა 22 ქულას შეადგენდა. 

ამგვარად, ოკლაჰომამ “ორაკლ არსენაზე” 7-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა. ამ მატჩამდე გოლდენ სტეიტი ბოლოს გასვლაზე ოკლაჰომელებს 2013 წლის 11 აპრილს ჰყავდათ დამარცხებული...

კომენტარები

ბოლო ამბები