Thumbnail
  • ბელგიის გრანპრი შარლ ლეკლერმა მოიგო
  • ეს მის კარიერაში პირველი მოგებული რბოლაა

ანტუან ჰუბერტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ფორმულა 1-ის რბოლა სპაზე მეორეხარისხოვანი გახდა, თუმცა ბელგიის გრანპრი გაიმართა და ის შარლ ლეკლერმა მოიგო.

21 წლის პილოტისთვის ეს კარიერაში პირველი გამარჯვებაა - ისევე, როგორც პირველია ეს გამარჯვება ფერარისთვის ამ სეზონში. ლეკლერმა ფინიშზე მცირედით აჯობა ლუის ჰემილტონს და ვალტერი ბოტასს. სებასტიან ფეტელი მეოთხე ადგილზე გავიდა, რომელმაც ყველაზე სწრაფი წრეც დააფიქსირა.

“ურთულესი უიქენდი გამოვიდა. ძალიან მიჭირს ამ გამარჯვების ზეიმი. ჩემს კარიერაში პირველ მოგებულ რბოლას ანტუანს ვუძღვნი,” - განაცხადა ლეკლერმა.

რბოლის მე-19 წრეზე მაყურებლებმა ფორმულა 2-ის დაღუპულ პილოტს პატივი შთამბეჭდავი აქციით მიაგეს: ისინი წამოდგნენ და ერთი წრის განმავლობაში ტაშს უკრავდნენ. შეგახსენებთ, რომ ჰუბერტის სასტარტო ნომერი 19 გახლდათ.

სეზონის დასრულებამდე 8 ეტაპით ადრე, ლუის ჰემილტონი (მერსედესი) 268 ქულით ლიდერობს. მის თანაგუნდელ ბოტასს 203 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა. მესამე ადგილზე მაქს ფერსტაპენია 181 ქულით, მეოთხეზე კი - ფეტელი (169). ლეკლერი 157 ქულით მეხუთე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები