Thumbnail

ხარაიშვილის მე-5 გოლი შვედეთში - გიოტებორგმა სუნდსვალს მოუგო

  • სუნდსვალი 0:2 გიოტებორგი
  • გიორგი ხარაიშვილს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს

შვედეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგმა სტუმრად სუნდსვალს 2:0 მოუგო. გიოტებორგმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. 

გიორგი ხარაიშვილმა ზედიზედ მე-2 ტურში გამოიჩინა თავი. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი მატჩის 38-ე წუთზე გაიტანა. ხარაიშვილს შვედეთის მიმდინარე ჩემპიონატში 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

გიოტებორგს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 10 შეხვედრა ჩემპიონატში, ხოლო ერთი მატჩი შვედეთის თასზე. ხარაიშვილის გუნდის მომდევნო მეტოქე ჰამარბი იქნება, რომელსაც გიოტებორგის მსგავსად 41 ქულა აქვს და მასთან ერთად მე-4, მე-5 ადგილებს იყოფს.

სუნდსვალი

🔥 მორიგი მნიშვნელოვანი 3 ქულა და მცირე შესვენება მომდევნო შეხვედრამდე💥 Sundsvall 0️⃣:2️⃣ IFK Göteborg

Posted by Giorgi Kharaishvili on კვირა, 01 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები