Thumbnail

ლომაჩენკო უკვე 3 ქამრის მფლობელია! უკრაინელის მორიგი ტრიუმფი ლონდონში

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლომაჩენკო უკვე 3 ქამრის მფლობელია
  • უკრაინელმა მოკრივემ ლონდონში ლუკ კემბელი დაამარცხა

ვასილი ლომაჩენკომ გუშინ ლონდონის O2 არენაზე ბრიტანელი ლუკ კემბელი 12 რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა და თავის WBA, WBO ქამრების კოლექციას WBC-იც შემატა.

ლომაჩენკოს მსგავსად ოლიმპიურმა ჩემპიონმა - კემბელმა ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლა მეორედ წააგო, პირველად 2017 წელს ხორხე ლინარესთან WBA ქამრისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

ეს ლომაჩენკოს გამარჯვებათა სერიაში, ბოლო 5 წლის მანძილზე მხოლოდ მეორე 12 რაუნდიანი ბრძოლა გამოდგა, სამივე მსაჯმა ქულებით უპირატესობა უკრაინელს მიანიჭა.

კომენტარები

ბოლო ამბები