Thumbnail

ყაზაიშვილის მე-4 საგოლე პასი - სან ხოსემ ორლანდოს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სან ხოსე 3:0 ორლანდო
  • ვაკომ ამ სეზონში მე-4 საგოლე გადაცემა გააკეთა

ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსემ ორლანდოს ''ავაია სტედიუმზე'' 3:0 მოუგო და დასავლეთ კონფერენციაში 44 ქულით მე-2 ადგილზეა. ვაკომ მატჩის მე-20 წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა.

ქართველმა ლეგიონერმა კრის ვონდოლოვსკის სეზონში მე-12 გოლი გაატანინა. აღსანიშნავია, რომ სან ხოსეს მთავარმა ბომბარდირმა მატჩში დუბლი შეასრულა და 33-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

კაშიამ შეხვედრა შეუცვლელად დაასრულა, ხოლო ყაზაიშვილი 81-ე წუთზე შეცვალეს. ვაკოს ამ სეზონში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. სან ხოსეს მომდევნო მეტოქე რეალ სოლტ ლეიკი იქნება.

ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასი ორლანდოსთან

ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასი ორლანდოსთან

Posted by Silk Sport on კვირა, 01 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები