Thumbnail

ტრაგიკული შემთხვევა ბელგიის გრან პრიზე - ფრანგი პილოტი რბოლის დროს დაიღუპა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფრანგი პილოტი რბოლის დროს დაიღუპა
  • 'სამწუხარო დღეა ჩვენი საჯინიბოს ისტორიაში!' - ნათქვამია რენოს განცხადებაში

ფორმულა 2-ის პილოტი - ანტუან ჰუბერტი ბელგიის გრან პრის მსვლელობისას, რბოლის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

22 წლის ფრანგის ავტომობილს, ამერიკელი ხუან მანუელ კორეა 170 კმ წამში სისწრაფით შეეჯახა, რამაც ავარია გამოიწვია.

კორეას მდგომარეობაც მძიმეა, 20 წლის მრბოლელი უახლოეს ჰოსპიტალში ვერტმფრენით გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებამდე საოპერაციოში იმყოფება.

ჰუბერიტს ხსოვნის პატივსაცემად დღევანდელი რბოლები ფორლუმა 2-ში გაუქმდა "ანტუანი რენოს აკადემიის აღსაზრდელი და ფორმულა 1-ის გუნდის წევრობის კანდიდატი გახლდათ..." - ამბობს საჯინიბო განცხადებაში.

"მისი ღიმილი და კარგი ადამიანობა მოტივაციის წყარო იყო ჩვენი ახალგაზრდა პილოტებისათვის, სამწუხაროა დღეა ჩვენი საჯინიბოს ისტორიაში!"

კომენტარები

ბოლო ამბები