Thumbnail

გოჩა სვანიძე ადასტურებს - მამუკა გორგოძე ნაკრებში ბრუნდება!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებაზე ისაუბრა
  • გოჩა სვანიძის თქმით, საკითხის მოგვარებამდე ბოლო საკითხებია დარჩენილი 

 "ბორჯღალოსნებში'' არსებული ტრავმიანობის გამო, ეროვნულ ნაკრებს მამუკა გორგოძე უბრუნდება. ეს ინფორმაცია POPSPORT-მა რამდენიმე სანდო წყაროსთან გადამოწმების შემდეგ გაავრცელა.

გიორგი ცუცქირიძემ საუზერნ კინგსთან ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მამუკა გორგოძეს მილტონ ჰეიგიც დაუკავშირდა და ნაკრებში დაბრუნების ვარიანტიც განიხილა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მატჩისწინა ეთერის დროს, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ამ თემაზე ისაუბრა.

გოჩა სვანიძე: "მამუკა გორგოძე ნაკრებში თამაშზე თანახმაა. ამ ამბის ოფიციალური დაანონსება იმის გამო დავაყოვნეთ, რომ ტექნიკური დეტალები უნდა შეთანხმდეს. კლუბთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულდა. ელემენტარული ალბათობა მაინც არსებობს იმის, რომ რაღაც ფაქტორმა ხელი შეგვიშალოს.

სწორედ ამიტომ, არ ვჩქარობთ ამ ამბის ოფიციალურად გამოცხადებას. სასიხარულოა, რომ პრემიერის დახმარებით, გუნდისა და მწვრთნელების თხოვნით, მამუკა გორგოძე ბრუნდება".

 

კომენტარები

ბოლო ამბები