Thumbnail

რონალდოსა და ნეიმარის ხმალაობა - ვარსკვლავური ომები ფეხბურთელებისგან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პორტუგალიელი და ბრაზილიელი ფორვარდები სარეკლამო რგოლში გადაიღეს
  • ფეხბურთელებმა XVII-XVIII საუკუნეების პერიოდის პერსონაჟები განასახიერეს
  • კრიშტიანო რონალდო და ნეიმარი დაშნებითა და ლაზერული ხმლებით იბრძვიან

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო და პარი სენ-ჟერმენის ფორვარდი ნეიმარი სარეკლამო რგოლში გადაიღეს, სადაც პორტუგალიელი და ბრაზილიელი ვარსკვლავები ხმალაობენ.

სარეკლამო კლიპი პორტუგალიური ოპერატორი და პროვაიდერი კომპანია MEO-ს დაკვეთით შეიქმნა. ვიდეოში ფეხბურთელები XVII-XVIII საუკუნეების პერიოდის ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი და ერთმანეთს დაშნებით უპირისპირდებიან. ეპიზოდის ფინალურ ნაწილში ხმლები “ვარსკვლავური ომების” ლაზერულ მახვილებად გარდაიქმნება.

ვიდეო კრიშტიანო რონალდომ თავის ინსაგრამზე გამოაქვეყნა.

34 წლის კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსის ღირსებას მეორე სეზონია იცავს, სადაც მადრიდის რეალიდან გადავიდა. 27 წლის ნეიმარი პარი სენ-ჟერმენში 2017 წლის ზაფხულიდან გამოდის, სადაც ბარსელონიდან სარეკორდო 220 მილიონი ევროს სანაცვლოდ აღმოჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები