Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა ტოკიოში გამოსვლა ორი მედლით დაასრულა
  • ბოლო დღეს უმედლოდ დარჩა შარშანდელი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულა. ტოკიოში გამართული ინდივიდუალური ტურნირის ბოლო დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა იასპარეზა, რომელმაც ნახევარფინალში მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ როი მეიერთანაც წააგო და უმედლოდ დარჩა.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მეიერმა თუშიშვილს ვაზარი თავიდანვე აუღო, დარჩენილ დროში კი გურამს ილეთის შესრულების შესაძლებლობა აღარ მისცა.

როი მეიერმა თუშიშვილს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მოუგო

როი მეიერმა გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დაამარცხა

Posted by Silk Sport on შაბათი, 31 აგვისტო, 2019

მსოფლიოს (2018), ევროპის თამაშებისა (2019) და ევროპის (2017) 24 წლის ქართველმა ჩემპიონმა იაპონიის დედაქალაქში ყველა წინასწარი შეხვედრა ვადამდე მოიგო და ცუდად არც ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, იაპონელ ჰისაოში ჰარასავასთან გამოიყურებოდა. გურამმა მეტოქეს გაფრთხილებაც მიაღებინა, მაგრამ ერთ ეპიზოდში მეტოქეს ბოჭვის გაკეთების შესაძლებლობა მისცა და ძალიან დასანანი მარცხი იწვნია.

გურამ თუშიშვილი ჰისაიოში ჰარასავასთან დამარცხდა

გურამ თუშიშვილი ჰისაიოში ჰარასავასთან დამარცხდა :(

Posted by Silk Sport on შაბათი, 31 აგვისტო, 2019

გურამი, როგორც წონის ლიდერი, პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი მას მეტოქედ ინდოელი შუბჰამ კუმარი შეხვდა. ქართველმა ძიუდოისტმა 17 წამში შეძლო ბრძოლის მოგება და მომდევნო წრეში გავიდა.

თუშიშვილის მოგება იპონით 17 წამში

გურამ თუშიშვილის ბრწყინვალე დასაწყისი - იპონი 17 წამში ინდოელ ძიუდოისტთან

Posted by Silk Sport on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019

გურამმა მერვედფინალში უზბეკ თემურ რახიმოვთან იჭიდავა. მეტოქეს 2 გაფრთხილება მიაღებინა, რის შემდეგაც ჯერ ვაზარი აუღო და, საბოლოოდ, მეტოქე შებოჭა და იპონით გაიმარჯვა.

გურამ თუშიშვილმა თემურ რახიმოვი შებოჭა და იპონით დაამარცხა

გურამ თუშიშვილმა თემურ რახიმოვი შებოჭა და იპონით დაამარცხა

Posted by Silk Sport on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019

1/4-ფინალში თუშიშვილის მეტოქე ჰოლანდიელი ჰენკ გროლი იყო. ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა მეტოქეს ჯერ ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ ვაზარზე დააგდო, ბოლოს კი - იპონზე.

ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!!!

გურამ თუშიშვილმა ჰენკ გროლიც იპონით დაამარცხა ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალშია!!!

Posted by Silk Sport on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019

ტოკიოში გამართულ ტურნირში ვაჟთა შორის მძიმე წონაში გამარჯვებული ჩეხი ლუკას კრპალეკი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში, თუშიშვილის მძლეველ ჰარასავას დამატებით დროში, გაფრთხილებებით აჯობა.

ქართველოს ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალურ შეჯიბრში გამოსვლა ორი მედლით დაასრულა - ოქროს მფლობელი ლუხუმ ჩხვიმიანი (-60) გახდა, ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძემ (-81) მოიპოვა. ამ შედეგით საქართველომ საერთო გუნდურ ჩათვლაში მეხუთე, ხოლო ვაჟებში მესამე ადგილი დაიკავა.

ტოკიოში საუკეთესო შედეგი მასპინძლებს ჰქონდათ, რომლებმაც ჯამში 15 მედალი მოიპოვეს - 4 ოქრო, 6 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. მეორე ადგილზე საფრანგეთი გავიდა 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით. მესამე და მეოთხე ადგილებზე პორტუგალია (თითო ოქრო და ვერცხლი) და ჰოლანდია (ოქრო და 3 ბრინჯაო) გავიდნენ.   

1-ელ სექტემბერს ტოკიოში ასპარეზობა გუნდურ პირველობაში გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები მონაწილეობას არ მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები