Thumbnail

21-ე საუკუნეში ზედიზედ ამდენი არავის უთამაშია - ინიაკი უილიამსის რეკორდი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბილბაოს 25 წლის ფორვარდის გოლი და რეკორდი რეალ სოსიედადთან მატჩში
  • ბასკმა ფეხბურთელმა პრიმერა დივიზიონში ზედიზედ 122-ე შეხვედრაში ითამაშა

ბილბაოს ატლეტიკის თავდამსხმელი ინიაკი უილიამსი განსაკუთრებული მიღწევით გამოირჩა - 25 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში რეალ სოსიედადთან (2:0) სასტარტოში ითამაშა და უკვე მე-11 წუთზე ანგარიშიც გახსნა, თუმცა ინიაკის მიღწევა მხოლოდ გატანილი გოლი არაა. 

როგორც Squawka Football იუწყება, ბასკთა თავდამსხმელისთვის ეს ზედიზედ ჩატარებული 122-ე მატჩია გუნდში, რაც ყველაზე ხანგრძლივი სერიაა მოედნის მოთამაშისთვის 21-ე საუკუნეში. 

პრიმერა დივიზიონის ბოლო თამაში, რომელიც უილიამსმა გამოტოვა, 2015/16 წლების სეზონში ჩატარდა.

ინიაკი უილიამსისადმი ინტერესს აგვისტოში მანჩესტერ იუნაიტედი იჩენდა. ბრიტანული გრანდი მზად იყო, თავდამსხმელში 88 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა გარიგება არ შედგა. ფეხბურთელმა კი ბასკურ კლუბტან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგარძლივა.

პარასკევის მატჩში გამარჯების წყალობით, ბილბაოს 7 ქულა აქვს და ესპანეთის სატურნირო ცხრილის სათავეში დროებით მოექცა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები