Thumbnail

შოტლანდიის მწვრთნელი გრეგორ თაუნსენდი: საქართველოს კარგი მორაგბეები ჰყავს!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელმა ბორჯღალოსნებთან გასამართ მატჩზე ისაუბრა
  • გრეგორ თაუნსენდის აზრით, შოტლანდიელებს საინტერესო მატჩი ელით

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა ''ბორჯღალოსნებთან'' მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მეტოქის შესახებ ისაუბრა. თაუნსენდმა აღნიშნა, რომ საქართველო კარგი გუნდია და თბილისში საინტერესო მატჩს ელის.

გრეგორ თაუნსენდი: "ბედნიერები ვართ საქართველოში ჩამოსვლით. ვიცით, რომ თქვენთვის ისტორიული მატჩია. აქ პირველად ვართ და ქართველი ხალხი ძალიან მოგვწონს.

საქართველოს კარგი მოთამაშეები და მწვრთნელები ჰყავს, რაც ნაკრების თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ეტყობა. ჩვენი შემადგენლობაც იდეალურთან მიახლოებულია. ვუყურე ჰეიგის გუნდის თამაშს საუზერნ კინგსთან - მათ წაგებული თამაში შემოატრიალეს.

საქართველოს ახალგაზრდა და ნიჭიერი მორაგბეები ჰყავს. თქვენმა ნაკრებმა ჩვენს ახალგაზრდებს 2-ჯერ მოუგო და იმედია, მომავალში ასე აღარ მოხდება, რადგანაც ჩვენთანაც კარგი თაობა მოდის."

კომენტარები

ბოლო ამბები