Thumbnail
  • 📅 31 აგვისტო  | ⌚ 22:45 | ⚽ იუვენტუსი V ნაპოლი
  • ტურინში სერია A-ს მეორე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება  
  • მაურიციო სარი და გონსალო იგუაინი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
  • კიელინი საოპერაციოა, ტურინში დე ლიხტის დებიუტს ელოდებიან

სერია A-ს მეორე ტურის ცენტრალური დაპირისპირება ზაფხულის ბოლო დღეს, ტურინში გაიმართება, სადაც მოქმედი ჩემპიონი ვიცე-ჩემპიონს უმასპინძლებს. 

იუვენტუსისა და ნაპოლის დაპირისპირებამ ბოლო დროს უაღრესად პრინციპული ხასიათი მიიღო. ნეაპოლელთა გუნდი ლამის ერთადერთი იყო იტალიის ჩემპიონატში, რომელიც "ბებერი ქალბატონისთვის" სკუდეტოს მოპოვებაში ხელის შეშლას ცდილობდა, თუმცა კი, მაინც უშედეგოდ.

წინა სეზონში კრიშტიანომ ნაპოლისთვის გატანა ვერცერთ მატჩში მოახერხა

მომავალ დაპირისპირებას ინტრიგას ის ფაქტიც მატებს, რომ დღეს იუვენტუსის ბანაკში, ერთ დროს ნეაპოლელთა სათაყვანებელი ფიგურები იმყოფებიან, მაგრამ თუკი ნაპოლის ფანატები ისე მძაფრად აღარ განიცდიან შავ-თეთრ მაისურში გონსალო იგუაინის დანახვას, რომელიც ტურინში სწორედ ნეაპოლიდან გადაბარგდა, მაურიციო სარის შემთხვევაში ყველაფერი ახლა იწყება. სპეციალისტი, რომელიც ნაპოლის 2015-18 წლებში წვრთნიდა, ამ ზაფხულს ტურინული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

სარი გამოკეთდა და სავარაუდოდ იუვეს ნაპოლისთან უხელმძღვანელებს

თუმცა, ბოლო დრომდე უცნობია, გაიყვანს თუ არა მაურიციო სარი იუვენტუსს მოედანზე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ 60 წლის სპეციალისტმა, რომელიც განთქმულია, როგორც გამოუსწორებელი მწეველი, ფილტვების ანთების მიზეზით პირველი ტური უკვე გააცდინა. მას შემდეგ მაურიციო კი მომჯობინდა, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

სავარაუდოდ, ნაპოლისთან იუვენტუსის ახალგაზრდა ჰოლანდიელი მცველის დებიუტი შედგება

მომავალ მატჩში ტურინელებს ჯორჯო კიელინი ვერ დაეხმარება. თამაშის წინ დღეს 35 წლის მცველს ჯვარედინი მყესის გაწყვეტა დაუდგინდა და ოპერაცია სჭირდება. ტურინელთა დაცვის ხაზში სავარაუდოდ გუნდის ახალწვეულს, მატეის დე ლიხტს ვიხილავთ, რომლისთვისაც ეს მატჩი სერია A-ში სადებიუტო იქნება.  

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა ნაპოლის თავკაცსაც. კარლო ანჩელოტი "ბებერ ქალბატონს" 1999-2001 წლებში წვრთნიდა.

ინსინიემ პირველ ტურში წყვილი გოლი და საგოლე პასი მიითვალა და ტურინშიც ყურადღების ქვეშ იქნება 

საინტერესო ფაქტები

⚽ სერია A-ს პირველ ტურში იუვენტუსმა სტუმრად პარმას სძლია (1:0), ნაპოლიმ კი ფლორენციაში ფიორენტინას მოუგო (4:3).

⚽ ტურინის იუვენტუსს სერია A-ში საკუთარ მოედანზე 21-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. 

⚽ სერია A-ში ბებერი ქალბატონის ბოლო 6 მატჩში საშუალოდ 2,5-ზე ნაკლები გოლი ფიქსირდებოდა.

⚽ იუვენტუსმა ტურინში ნაპოლისთან ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან 5-ში გამარჯვება მოახერხა. 

⚽ ნაპოლიმ სტუმრად ტურინში მოგება ბოლოს 2018 წლის აპრილში შეძლო, როდესაც იუვენტუსს კალიდუ კულიბალის გოლით სძლია (1:0).

⚽ საინტერესოა, რომ ტურინში გამართულ ბოლო სამ შეხვედრაში ანგარიში ნაპოლიმ გახსნა, თუმცა სამიდან ორი მატჩი დათმო

⚽ ნაპოლიმ იუვენტუსთან ტურინში გამართულ ბოლო ოთხივე შეხვედრაში შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა. 

⚽ კარლო ანჩელოტის გუნდი ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო ექვს შეხვედრაში მინიმუმ ორ გოლს იტანდა.

⚽ ნაპოლის მონაწილეობით, იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში მინიმუმ 4,5 გოლი გადიოდა.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი, მატუიდი - დუგლას კოშტა, იგუაინი, რონალდო.

ნაპოლი (4-2-3-1): მერეტი - დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, რუი - ალანი, ზელინსკი, - კალეხონი, რუისი, ინსინიე - მერტენსი.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები