Thumbnail
  • ევროპალიგის 2019/20 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • ტურნირში მონაწილე ქართველი ლეგიონერების გუნდები მეტოქეები ცნობილია
  • ევროპალიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე ედენ აზარი გახდა

მონაკოში უეფას ევროპალიგის 2019/20 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირის ამ ეტაპზე გასული 48 გუნდი კოეფიციენტების მიხედვით წინასწარ ოთხ კალათაში გადანაწილდა, წილისყრის შედეგად კი 12 ჯგუფი შედგა. წინასწარ გამოირიცხა ერთი ასოციაციის წარმომადგენლების, ასევე რუსეთის და უკრაინული კლუბების ერთ ჯგუფში მოხვედრა. 

წილისყრის შედეგად, ცნობილი გახდა ტურნირში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების გუნდების მეტოქეებიც. ბელგიური გენტი, რომლის ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და გიორგი ბერიძე იცავენ, I ჯგუფში ვოლფსბურგთან, სენტ ეტიენსა და ოლეკსანდრიასთან იბრძოლებს. ლაშა დვალის ფერენცვაროშს კი H ჯგუფში მეტოქეებად ესპანიოლი, ცსკა და ლუდოგორეცი ჰყავს. 

ევროპალიგა 2019/20. ჯგუფური ეტაპი

A ჯგუფი: სევილია (ესპანეთი), აპოელ-ი (კვიპროსი), ყარაბაღი (აზერბაიჯანი), დუდელანჟი (ლუქსემბურგი).

B ჯგუფი: დინამო კიევი (უკრაინა), კოპენჰაგენი (დანია), მალმიო (შვედეთი), ლუგანო (შვეიცარია). 

C ჯგუფი: ბაზელი (შვეიცარია), კრასნოდარი (რუსეთი), ხეტაფე (ესპანეთი), ტრაბზონსფორი (თურქეთი).

D ჯგუფი: სპორტინგი (პორტუგალია), პსვ (ჰოლანდია), რუსენბორგი (ნორვეგია), ლასკ-ი (ავსტრია).

E ჯგუფი: ლაციო (იტალია), სელტიკი (შოტლანდია), რენი (საფრანგეთი), კლუჟი (რუმინეთი).

F ჯგუფი: არსენალი (ინგლისი), აინტრახტი (გერმანია), სტანდარდი (ბელგია), გიმარაეში (პორტუგალია).

G ჯგუფი: პორტუ (პორტუგალია), იანგ ბოიზი (შვეიცარია), ფეიენოორდი (ჰოლანდია), რეინჯერსი (შოტლანდია).

H ჯგუფი: ცსკა (რუსეთი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ესპანიოლი (ესპანეთი), ფერენცვაროში (უნგრეთი).

I ჯგუფი: ვოლფსბურგი (გერმანია), გენტი (ბელგია), სენტ ეტიენი (საფრანგეთი), ოლეკსანდრია (უკრაინა).

J ჯგუფი: რომა (იტალია), გლადბახი (გერმანია), ბაშაქშეჰირი (თურქეთი), ვოლფსბერგი (ავსტრია).

K ჯგუფი: ბეშიქთაში (თურქეთი), ბრაგა (პორტუგალია), ვულვზი (ინგლისი), სლოვანი (სლოვაკეთი).

L ჯგუფი: მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), ასტანა (ყაზახეთი), პარტიზანი (სერბეთი), ალკმაარი (ჰოლანდია). 

ევროპალიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალი პოლონეთის ქალაქ გდანსკში ჩატარდება, რომლის არენა 44 ათას გულშემატკივარს იტევს.

ევროპალიგის ფინალის მასპინძელი სტადიონი

გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

წილისყრის პარალელურად, მონაკოში ევროპალიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბუთელიც დაასახელეს. ჯილდოზე სამი ნომინანტი იყო: ედენ აზარი (ჩელსი/რეალი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი) და ლუკა იოვიჩი (აინტრახტი/რეალი).

ჯილდო 28 წლის ბელგიელ ფეხბურთელს მიაკუთვნეს, რომელმაც გასულ სეზონში ლონდონის ჩელსისთან ერთად ევროპალიგის მოიგი, ზაფხულში კი კლუბი შეიცვალა და მადრიდის რეალში გადაბარგდა.  

უეფამ 2017/18 წლების სეზონში ევროპალიგის საუკეთესო მოთამაშედ ანტუან გრიზმანი დაასახელა, 2016/17 წლებში კი ეს აღაირება პოლ პოგბას ხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები