Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ისევ უმედლო დღე - ვარლამ ლიპარტელიანმა რეპეშაჟში წააგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულა 
  • ტოკიოში საქართველოს ნაკრების მონაგარი ისევ ორი მედალია - ოქრო და ბრინჯაო
  • ტურნირში ჩვენი ბოლო მონაწილე გურამ თუშიშვილი ტატამიზე 31 აგვისტოს გავა

საქართველოს ნაკრებისთვის ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა საშეჯიბრო დღეც უმედლოდ დასრულდა. გუნდის კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (-100 კგ) 1/4-ფინალის დათმობის შემდეგ, რეპეშაჟშიც წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.  

30 წლის ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი მან ესტონელი გრიგორი მინასკინი გაფრთხილებებით დაამარცხა.

ლიპარტელიანმა მინასკინს შიდოებით აჯობა

ვარლამ ლიპარტელიანმა ესტონელი გრიგორი მინასკინის ბარიერი გაიარა

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 29 აგვისტო, 2019

მესამე წრეში ვარლამის მეტოქე ფრანგი ალექსანდერ იდირი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს ვაზარით აჯობა.

ვარლამ ლიპარტელიანმა ალექსანდერ იდირი ვაზარით დაამარცხა

ვარლამ ლიპარტელიანმა ალექსანდერ იდირი ვაზარით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 29 აგვისტო, 2019

1/4-ფინალში ვარლამ ლიპარტელიანი პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკას ვერ გაუმკლავდა და იპონზე დაეცა.

ვარლამ ლიპარტელიანის დასანანი მარცხი ჟორჟე ფონსეკასთან

ვარლამ ლიპარტელიანის დასანანი მარცხი ჟორჟე ფონსეკასთან

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 29 აგვისტო, 2019

ვარლამ ლიპარტელიანმა ბრძოლა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც მეტოქედ ჰოლანდიელი მიხაელ კორელი ჰყავდა. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა, მაგრამ დროის ამოუწურვამდე ვაზარზე დაეცა და დამარცხდა.

მიხაელ კორელმა ვარლამ ლიპარტელიანის დამარცხება მოახერხა

მიხაელ კორელმა ვარლამ ლიპარტელიანის დამარცხება მოახერხა მე-6 დღე უმელოდ :(

Posted by Silk Sport on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019

საქართველოს ნაკრებს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კვლავ ორი მედალი აქვს - მანამდე ოქროს მფლობელი ლუხუმ ჩხვიმიანი (-60) გახდა, ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძემ (-81) მოიპოვა. ტურნირზე ჩვენი ბოლო მონაწილე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი იქნება, რომელიც ტატამიზე 31 აგვისტოს გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები