Thumbnail
  • ოფიციალურად დადასტურა: ოლივერ კანი ბაიერნის შეფი გახდება
  • ლეგენდარული მეკარე მუშაობას 1 იანვრიდან დაიწყებს
  • 2022 წლიდან კი ოლი კარლ-ჰაინც რუმენიგეს შეცვლის

ის, რაც მოსალოდნელი იყო და რაზეც არაერთხელ დავწერეთ, ახლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია: ოლივერ კანი მიუნხენის ბაიერნის მთავარი შეფი იქნება! ბავარიულმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რეკორდმაისტერის ლეგენდარული მეკარე 2022 წლიდან გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კარლ-ჰაინც რუმენიგეს შეცვლის.

“აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ოლივერ კანის ამ თანამდებობაზე დანიშვნა ბაიერნისთვის იდეალური გადაწყვეტილებაა, - ვკითხულობთ ული ჰიონესის განცხადებაში, რომელიც ჯერ კიდევ კლუბის პრეზიდენტია, მაგრამ პოსტს მალე დატოვებს, - ოლი ბაიერნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. იგი წლების მანძილზე გუნდის კაპიტანი გახლდათ და ბაიერნთან ერთად თითქმის ყველა ტიტული მოიგო. ამასთან, კანი ყოველთვის უდიდესი მონდომებით თამაშობდა და თავს არასდროს ზოგავდა. კარიერის დასრულების შემდეგ მან მენეჯმენტის საუკეთესო კურსები გაიარა და პარალელურად, საკუთარ ბიზნესშიც დიდი მიღწევები აქვს. ოლივერი შესანიშნავად იცნობს ფეხბურთს, კარგად იცის ეკონომიკა და ასოცირდება ბაიერნის დნმ-თან.”

ოლივერ კანი ბაიერნში მუშაობას 2020 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება - მან კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თავიდან კანი დირექტორთა საბჭოს წევრი იქნება. ამჟამინდელ გენერალურ დირექტორ რუმენიგეს კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბერს უმთავრდება. 2022 წლის პირველი იანვრიდან კი, ბავარიული გრანდის მთავარი შეფი სწორედ კანი გახდება!

“მიუნხენის ბაიერნთან კარიერისა და ცხოვრების საუკეთესო წლები მაკავშირებს. ეს არის კლუბი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. სპორტული და ეკონომიკური წარმატება, უდიდესი სიყვარული ფანებისგან - ბაიერნი ჩემი ცხოვრებაა,” - ეს კანის სიტყვებია.

ნახეკობიაშვილის ჯარიმა და დასისხლიანებული კანი

დღეს უკვე 50 წლის ლეგენდარული მეკარე ბაიერნის ღირსებას 1994-დან 2008 წლამდე იცავდა - 8-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, 6-ჯერ მოიგო გერმანიის თასი, 2001 წელს კი ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები