Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი სეზონს იჯარით ნერაძურიში გაატარებს
  • 30 წლის ჩილელმა ფეხბურთელმა მილანური კლუბის ფორმა უკვე მოირგო  

ალექსის სანჩესი მილანის ინტერის ღირსებას დაიცავს. ნერაძურიმ ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა მანჩესტერ იუნაიტედის ჩილელი თავდამსხმელით გაძლიერების შესახებ - სანჩესი ანტონიო კონტეს გუნდში 2019/20 წლების სეზონს იჯარით გაატარებს.

ალექსის სანჩესი მანჩესტერ იუნაიტედში 2018 წლის დასაწყისში, ლონდონის არსენალიდან გადავიდა და კლუბთნა კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. იქამდე 30 წლის ჩილელი ფეხბურთელი ბარსელონაში, რივერ პლეიტში, კოლო-კოლოში, უდინეზესა და კობრელოაში გამოდიოდა.

სანჩესის მანჩესტერული კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც მისგან მოელოდნენ. გასულ სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირის 27 მატჩში სულ 2 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.

ნერაძურიმ ოფიციალურ ტვიტერზე კლუბის ფორმაში გამოწყობილი ალექსის სანჩესის პირველი ფოტოსურათებიც გამოაქვეყნა. ჩილელი ფეხბურთელი თანამემამულე ივან სამორანოს სურათთან პოზირებს, რომელიც ინტერის ღირსებას 1996-2000 წლებში იცავდა და მისი მაისურით ჩატარებულ 102 მატჩში 27 გოლით გამოირჩა.

ალექსის სანჩესი ინტერის მეორე ახალწვეულია, რომელიც მილანურ კლუბში მანჩესტერ იუნაიტედიდან ამ ზაფხულს გადაბარგდა. მანამდე იგივე გზა რომელუ ლუკაკუმ გაიარა.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები