Thumbnail

ზამთრის ოლიმპიადა კვდება - 8 მიზეზი, რატომ ხდება ეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 9 თებერვალს პიონჩანში ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება.
  • რაც დრო გადის, სულ უფრო რთული ხდება ზამთრის ოლიმპიადების ორგანიზება.
  • რა გველის ახლო თუ შორეულ მომავალში?

bbc.com-ზე გამოქვეყნდა სტატია "რვა მიზეზი, რის გამოც ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბედზე უნდა ვიდარდოთ". 

► პიონჩანში ეპიდემიამ იფეთქა - ოლიმპიადას ვირუსისგან კარანტინით იცავენ

► ქართული დელეგაციის გაცილება ზამთრის ოლიმპიადაზე - სპორტსმენების გრაფიკი ცნობილია

► საქართველოს ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობა სურს

პარასკევს კორეულ პიონჩანში იწყება მორიგი ოლიმპიური თამაშები ზამთრის სახეობებში. დაძაბული ურთიერთობა ორ კორეას შორის, რუსული დოპინგ-სკანდალი, უცნაური ვირუსი... აი, ის ჩამონათვალი, რაც ახლა ყველაზე ხშირად განიხილება ოლიმპიადასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ უფრო მასშტაბურად შევხედავთ, ზამთრის ოლიმპიადებს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები ელის მომავალში.

ეკოლოგიური, ფინანსური და სოციალური პრობლემები ზამთრის ოლიმპიადას დიდ საფრთხეს უქადის. 

იხილეთ 8 მიზეზი, რის გამოც ღირს დაფიქრება:

1. მსოფლიოში სულ უფრო ნაკლები თოვლი და ყინული იქნება

უთოვლობა ზამთრის კურორტების საერთო პრობლემა გახდა

NASA-ს ინფორმაციით, 2017 წელი მესამე ადგილზე გავიდა ყველაზე თბილ წლებში, მას მერე, რაც ეს ორგანიზაცია ამინდს გლობალურად იკვლევს (1880 წლიდან).

გლობალური დათბობა განსაკუთრებით თვალშისაცემი მთიან რეგიონებშია. იქ, სადაც ტარდება ზამთრის ოლიმპიადები. მაგალითად, ალპების რეგიონში 2099 წლისთვის თოვლის საფარი 30%-ით შემცირდება. 

21 ოლიმპიური ქალაქიდან 2050 წლისთვის საკმარისი სიცივე (ოლიმპიადის ჩასატარებლად) მხოლოდ 13-ში იქნება, 2080 წლისთვის კი მათი რიცხვი 8-მდე შემცირდება. 

2. სამთო-სათხილამურო კურორტების პრობლემები

კოსონი. ეს მიტოვებული კურორტი პიონჩანიდან 100 კილომეტრშია

უთოვლობის გამო აშშ-ში 1950 წლიდან მოყოლებული 600 სამთო-სათხილამურო ზონა დაიხურა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით სამთო-სათხილამურო სეზონმა უკვე მოიკლო ერთი კვირით. 

ალპებში არსებული 666 კურორტიდან 40%-ს დახურვა ელის, თუკი ტემპერატურა კიდევ 2 გრადუსით (2 გრადუსით უკვე გაიზარდა) გაიზრდება.

3. ძალიან ცოტა ქალაქს შეუძლია ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობა

ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობაზე პეკინს ერთის გარდა კონკურენტი არ ჰყოლია

2022 წელს პეკინი გახდება მხოლოდ მეორე ქალაქი, რომელიც უმასპინძლებს, როგორც ზაფხულის ასევე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. თუკი 2008 წლის მასპინძლობისთვის ჩინეთის დედაქალაქმა ბევრი იბრძოლა, 2022 წლის მასპინძლობა მას ძალიან იოლად შეხვდა, რადგან სულ 6 კანდიდატი იყო, აქედან 4 თავისით ჩამოსცილდა რბოლას. 

ამბობენ, რომ 2026 წლის მასპინძელს სოკ-ი მილიარდი დოლარით შეეწევა, რათა მასპინძლობაში პრობლემები არ შეექმნას. 

4. ზამთრის ოლიმპიადები ძვირდება

სოჭის ოლიმპიადა ისტორიაში ყველაზე ძვირი დაჯდა

იმის მიუხედავად, რომ ზამთრის ოლიმპიადა ნაკლებად მასშტაბურია, ის გაცილებით ძვირი ჯდება. პიონჩანის საერთო ბიუჯეტი 13 მილიარდი დოლარი იქნება, რაც თითქმის ორჯერ მეტია ვანკუვერის ოლიმპიადის (2010) ბიუჯეტზე. 

ოლიმპიადების გამო ტურისტთა ნაკადი არ იზრდება, პირიქით, პეკინსა და ლონდონში მათი შემცირება დაფიქსირდა, რადგან ტურისტები გაძვირებულ ფასებს ერიდებოდნენ საკვებსა და სასტუმროებზე.

5. ზამთრის სახეობები სულ უფრო ნაკლებად აინტერესებთ

ბოლო 6 წლის განმავლობაში მთის კურორტებს 10%-ით ნაკლები ადამიანი სტუმრობდა. ეს ხდება ისეთ ტრადიციულ ქვეყნებში, როგორებიც აშშ, კანადა, საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია და იაპონიაა. გამონაკლისი მხოლოდ ჩინეთია.

აშშ-ში მსოფლიოში ყველაზე მეტი მოთხილამურეა, 2011 წლიდან სპორტის ამ სახეობით გატაცება სულ უფრო იკლებს.

6. ზაფხულის თამაშები უფრო მომგებიანია

ვანკუვერის ოლიმპიადის ტელეტრანსლიაციის ყიდვით NBC დაზარალდა

სოკ-ი გაცილებით სარფიანად ყიდის სატელევიზიო უფლებებს ზაფხულის ოლიმპიადაზე. 2011 წელს NBC-მ 3,4 მილიარდად იყიდა ზაფხულის თამაშები ტოკიოს ოლიმპიადის ჩათვლით, რომელიც 2020 წელს გაიმართება. 

NBC-მ 2010 წელს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადისა და ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის გაშუქებაში 2 მილიარდი გადაიხადა. პირველზე მან 233 მილიონი დაკარგა, მეორეზე 120 მილიონი მოიგო.

7. ზაფხულის ოლიმპიადა უფრო პოპულარულია

სოკ-ის ინფორმაციით, რიოს ოლიმპიადას (2016) მსოფლიოში 3,5 მილიარდმა ადამიანმა უყურა. ლონდონში ეს მაჩვენებელი 3,6 მილარდი იყო. სოჭის (2014) ოლიმპიადას 2,1 მილიარდმა ადამიანმა უყურა, ხოლო ვანკუვერისას - 1,8 მილიარდმა.

8. ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონები არცთუ ცნობილები არიან

ულე ბიორნდალენი, 8-გზის ოლიმპიური ჩემპიონი

ულე-ეინარ ბიორნდალენს ნორვეგიისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის გარდა, ქუჩაში დიდი ალბათობით, ვერ იცნობენ. არადა, იგი ზამთრის სახოებების ნამდვილი ლეგენდაა. ნორვეგიელი ბიათლონისტის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში - 13 მედალი (აქედან 8 ოქრო).

ახლა წარმოიდგინეთ, იგივე სიტუაციაში რაფა ნადალი ან უსეინ ბოლტი...

კომენტარები

ბოლო ამბები