Thumbnail

10 ცვლილება შოტლანდიასთან - ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან მატჩისთვის 10 მოთამაშე შეცვალა
  • ოთხი ცვლილება ხაზში და განახლებული შერკინება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 31 აგვისტოს, 'დინამო არენაზე' შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება. შოტლანდიასთან მატჩამდე, 'ბორჯღალოსნებმა' საუზერნ კინგსთან ითამაშეს და სამხრეთაფრიკული გუნდი 24:20 დაამარცხეს.

მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან ისტორიული მატჩისთვის შემადგენლობა უკვე დაასახელა. საუზერნ კინგსთან თამაშის შემდეგ გუნდში 10 ცვლილება განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ შემადგენლობა შოტლანდიის ნაკრებმაც გამოაქვეყნა. გრეგორ თაუნსენდი მატჩისთვის სერიოზულად ემზადება და თბილისში რთულ თამაშს ელის. 

‘საუზერნ კინგსთან’ დასკვნით 12 წუთში მოგებული თამაშის შემდეგ, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო 15-ში 10 ცვლილება განახორციელა. სრულად შეიცვალა ღერძი და 9-10 ნომრებზე თამაშს ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე დაიწყებენ. მარქაფაში გადაინაცვლა ლაშა ხმალაძემ, ხოლო 9 ნომრის პოზიციაზე თამაშში კვლავ გელა აფრასიძე ჩაერთვება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს D ჯგუფს?

  • უელსი
  • ავსტრალია
  • ფიჯი
  • საქართველო
  • ურუგვაი

ცენტრში, ტრავმირებული მერაბ შარიქაძის ნაცვლად, თამაშს დავით კაჭარავა იწყებს, რომელიც ‘კინგსთან’ შეცვლაზე შევიდა. ის ზურაბ ძნელაძეს შეუწყვილდება და ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს - კაჭარავასთვის შოტლანდიასთან მატჩი 115-ეა კარიერაში, რითაც ნაკრების კვართით ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით, ლიდერ მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება. 

ფულბეკად თამაშს სოსო მათიაშვილი იწყებს. ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა მირიან მოდებაძემ, ხოლო მეორე ფრთაზე მარქაფიდან ალექსანდრე თოდუა დაწინაურდა, რომელმაც გიორგი აფციაური შეცვალა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს A ჯგუფს?

  • ირლანდია
  • შოტლანდია
  • იაპონია
  • სამოა
  • რუსეთი

‘კინგსთან’ გამართული მატჩის შემდეგ, თითქმის სრულადაა განახლებული ბორჯღალოსნების შერკინება. პირველ ხაზში სამი ახალი მოთამაშე იწყებს - მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. ისინი ორი დღის წინ განაცხადშიც არ იყვნენ. სამაგიეროდ, მარქაფაში ზუსტად ის პირველი ხაზია, რომელმაც სამხრეთაფრიკელებთან თამაში გააძლიერა - გიორგი ჭყოიძე, კარლენ ასიეშვილი და ლევან ჩილაჩავა.

შეიცვალა მეორე ხაზიც და ამჯერად თამაშს კოტე მიქაუტაძისა და შალვა სუთიაშვილის წყვილი იწყებს, ხოლო გიორგი ნემსაძემ და ლაშა ლომიძემ მარქაფაში გადაინაცვლეს. 

ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში. გიორგი ცუცქირიძის ტრავმის შემდეგ, ფლანკერად გადაინაცვლა ოთარ გიორგაძემ, ხოლო შერკინების შემკვრელად ბექა გორგაძეს ვიხილავთ. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ

ხაზი | ბექები 15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. დავით კაჭარავა, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება | ფორვარდები 1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. შალვა სუთიაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

სათადარიგო შემადგენლობა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ლაშა ლომიძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები