Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელის ფოტოსესია ბასკეთში
  • შენგელია ესპანური გუნდის საიუბილეო სეზონისთვის ემზადება

ესპანურმა “ბასკონიამ” მოახლოებული სეზონისთვის ახალი ფორმების პრეზენტაცია მოაწყო და ფოტოსესიის მთავარ სახედ ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია შეარჩია, რაც მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ თოკო ბასკური კლუბის კაპიტანი და ლიდერია, რომელზეც ახალ სეზონშიც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ცნობისთვის, “ბასკონია” 60 წლის იუბილეს აღნიშნავს და ახალი ფორმების შექმნისას ეს ფაქტორი გათვალისწინებულ იქნა. ესპანური გრანდის უმთავრესი მაისური რეტრო სტილის იქნება, ლურჯ-წითელ ზოლებში, რომლებიც “ბარსელონას” ფორმას მოგაგონებათ, ამას გარდა, დამზადდა ალტერნატიული – თეთრი და ლურჯი მაისურებიც.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის შენგელია “ბასკონიაში” 2014 წლიდან ირიცხება, გასული წლის აგვისტოში კი გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააგრძელა. თოკოს გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა, მაინც სოლიდური სტატისტიკა ჰქონდა: საშუალოდ 22.1 წუთი, 13.4 ქულა, 4.7 მოხსნა, 2.4 პასი და 1.1 ჩაჭრა ესპანეთის ჩემპიონატში.

📺 თორნიკე შენგელიას ფოტოსესია ბასკეთში

“ბასკონია” ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრას 27 სექტემბერს, შინ, მადრიდულ “ესტუდიანტესთან” ჩაატარებს, მანამდე კი, საკონტროლო მატჩები ელის: 4 და 19 სექტემბერს – გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფესთან”, 7-ში – ფრანგულ “პო ორტეზთან”, 11-ში – აგენტინულ “ობრას სანიტარიასთან”, ხოლო 14-ში – “ბილბაო ბასკეტთან”.

კომენტარები

ბოლო ამბები