Thumbnail

ტრანსფერები | გადაწყდა - უახლოეს საათებში ნეიმარი ბარსელონაში გადავა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ბრაზილიელის ბარსაში გადასვლა გადაწყვეტილია
  • პსჟ-ის ფორვარდის კატალონიაში დაბრუნების შესახებ სულ მალე გამოცხადდება

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ნეიმარი უახლოეს საათებში ოფიციალურად გახდება ბარსელონას ფეხბურთელი - ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომლის ცნობით, კლუბებსა და 27 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება და უახლოეს ხანში გარიგება ოფიციალურად გაფორმდება.

ამ ინფორმაციას წინ უძღოდა ცნობა იმის შესახებ, რომ ნეიმარმა გამოთქვა პსჟ-ის დატოვების სურვილი, კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ხავიერ ბორდასმა კი აღიარა, რომ ბრაზილიელის ტრანსფერის საქმეში წინსვლა იყო.

ლეო მესი და ნეიმარი ისევ ერთ გუნდში ითამაშებენ

ჯერჯერობით უცნობი რჩება, კონკრეტულად როგორი პირობებით მოხდება ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნება. გაურკვეველია ასევე, ჩართავს თუ არა კატალონიური კლუბი პსჟ-სთან გარიგებაში თავის რომელიმე მოთამაშეს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბარელონიდან პარი სენ-ჟერმენში 2017 წლის ზაფხულში, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რაც მსოფლიო რეკორდია. ფორვარდს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა 2018/19 წლების სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირის 28 მატჩში ითამაშა, გაიტანა 23 გოლი და მიითვალა 13 საგოლე პასი. ამ სეზონში ნეიმარს პსჟ-ის მაისურით არცერთ მატჩში უთამაშია.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები