Thumbnail

მერსედესმა გადაწყვიტა - ვალტერი ბოტასის მომავალი გარკვეულია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ვალტერი ბოტასის მომავალზე ბევრი მითქმა-მოთქმა იყო
  • მერსედესმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონ გუნდში, მერსედესში, ლუის ჰემილტონის თანაგუნდელი მომდევნო სეზონშიც ვალტერი ბოტასი იქნება. ეს ინფორმაცია მერსედესში დღეს ოფიციალურად დაადასტურეს. ბოლო დროს არ წყდებოდა სპეკულაციები მის შესახებ, რომ ფინელს გუნდის გამოცვლა მოუწევდა, ახლა კი ყველაფერი გარკვეული და დადასტურებულია.

“ბედნიერი ვარ, რომ მეოთხე სეზონშიც ამ გუნდის ნაწილი ვიქნები. გუნდს და ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი,” - განაცხდა ბოტასმა.

წელს გამართული 12 რბოლის შემდეგ, ბოტასს 188 ქულა აქვს ლუის ჰემილტონის (250) შემდეგ მეორე ადგილზეა. ვალტერიმ ავსტრალიისა და აზერბაიჯანის გრანპრი მოიგო და შვიდჯერ იყო პოდიუმზე.

ვალტერი ბოტასი და ლუის ჰემილტონი

“2019 წლის სეზონის წინ ვალტერის მიზნად დავუსახეთ, რომ სეზონის პირველი ნახევარი 2018 წლის სეზონის პირველ ნახევარზე უკეთ ჩაეტარებინა და მან ეს მისია შეასრულა. ბოტასი პროგრესს არ წყვეტს და მუდმივად უმატებს,” - ეს მერსედესის გუნდის ბოსის, ტოტო ვოლფის სიტყვებია.

ვალტერი ბოტასს მერსედესთან კონტრაქტი 2020 წლის სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული, თუმცა ზილბერპფაილებს ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტა შეეძლოთ. როგორც ხედავთ, მერსედესმა ეს ოფცია არ გამოიყენა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი 2019 წელს?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი
  • მაქს ფერსტაპენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები