Thumbnail

ტრანსფერები | მილანის ინტერი იტალიის ნაკრების ნახევარმცველით გაძლიერდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კრისტიანო ბირაგი მიმდინარე სეზონში ინტერს იჯარის წესით დაეხმარება
  • ფიორენტინას 26 წლის ნახევარმცველმა კარიერა სწორედ მილანში დაიწყო

იტალიის ნაკრებისა და ფიორენტინას ნახევარმცველი კრისტიანო ბირაგი მილანის ინტერის ღირსებას დაიცავს. ნერაძურიმ ეს ინფორმაცია თავის ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა. ინტერმა ფეხბურთელი 2019/20 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატა, მომავალ ზაფხულს კი მილანელებს მისი ტრანსფერის გამოსყიდვა 12 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ბირაგი კლუბებს შორის განხორციელებული სატრანსფერო გარიგების ნაწილია - მანამდე მილანიდან ფლორენციაში მცველი დალბერტი გადაბარგდა.

კრისტიანო ბირაგი მილანის ინტერის აღზრდილია, ფიორენტინაში კი ის პესკარადან, 2017 წლის ზაფხულში, იჯარით გადავიდა. ერთი წლის შემდეგ ფლორენციის კლუბმა ნახევარმცველი გამოისყიდა და ამჟამად კრისტიანოსა და ფიორენტინას შორის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

ფლორენციელთა ნახევარმცველი ამ სეზონს მილანის ინტერში გაატარებს

გასულ სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა სერია A-ს 26 მატჩში ითამაშა და ყველა გუნდის ძირითადში, გაიტანა ერთი გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი. ნახევარმცველს სკუადრა აძურაში ჩატარებულ 5 მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი.

მილანის ინტერმა სერია A-ს ახალი სეზონი ლეჩესთან საშინაო მატჩით გახსნა, რომელშიც ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 1-ელ სექტემბერს, სტუმრად კალიარისთან გამართავს. 

ფიორენტინამ ჩემპიონატის სტარტზე საკუთარ მოედანზე ნაპოლისთან ანგარიშით 3:4 წააგო, მომდევნო ტურში კი სტუმრად ჯენოას ეთამაშება.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები