Thumbnail
  • 32 წლის კოსტარიკელი მეკარე კარიერას დიდი ალბათობით პსჟ-ში გააგრძელებს
  • პარიზელებმა გარიგებაში შესაძლოა თავიანთი მეკარე, ალფონს არეოლა ჩართონ

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მადრიდის რეალის მეკარე კეილორ ნავასი კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს. El Chiringuito TV-ზე დაყრდნობით ევროპული მედია იუწყება, რომ პარიზული კლუბი 32 წლის კოსტარიკელ მეკარეში 13 მილიონ ევროს გადაიხდის.

ასევე იუწყებიან, რომ შესაძლოა მადრიდულმა და პარიზულმა კლუბებმა მეკარეები გაცვალონ კიდეც. შესაძლოა პსჟ-მა ნავასზე გარიგებაში თავისი ძირითადი გოლკიპერი ალფონს არეოლაც ჩართოს, რომელიც ზინედინ ზიდანის გუნდში დიდი ალბათობით მეორე მეკარის სტატუსს მიიღებს.

ფრანგ მეკარეს მადრიდში გადასვლის შემთხვევაში კონკურენცია ტიბო კურტუასთან მოუწევს

კეილო ნავასმა პარიზელებთან პირადი კონტრაქტის დეტალები მანამდე შეათანხმა და მის თანხმად, საფრანგეთის ჩემპიონებისგან ხელფასად წლიურ 7 მილიონ ევროს მიიღებს. ეს კი 2 მილიონით მეტია იმაზე, რასაც კეილორი მადრიდში იღებს.

კეილორ ნავასი რეალში 2014 წლის ზაფხულში, ლევანტედან გადავიდა, ტრანსფერი კი სამეფო კლუბს 10 მილიონი ევრო დაუჯდა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გატარებული ხუთი წლის განმავლობაში მან 12 ტიტული მოიგო, მათ შორის ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა. მეკარეს მიმდინარე სეზონში არ უთამაშია, კონტრაქტი კი მადრიდელებთან მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. 

ალფონს არეოლა პარი სენ-ჟერმენის აღზრდილია. მიმდინარე სეზონში 26 წლის ფრანგმა გოლკიპერმა საკლუბო დონეზე 4 მატჩში ითამაშა და 3 გოლი გაუშვა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები