Thumbnail

ბრაიანტი: შაკი რომ ზარმაცი არ ყოფილიყო, 12 ბეჭედს მოვიგებდით

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კობის განცხადებას შაკმა სოციალურ ქსელში უპასუხა
  • კობიმ შაკის სიზარმაცე დააბრალა, შაკმა კობის დეტროიტთან ფინალების წაგება გაახსენა

2000-02 წლებში ლეიკერსმა ზედიზედ 3-ჯერ მოახერხა NBA-ს მოგება. კობი ბრაიანტი და შაკილ ო'ნილი ფილ ჯექსონის ლეიკერსში წამყვანი მოთამაშეები იყვნენ.

ლას ვეგასში ქომაგებთან შეხვედრისას, კობიმ შაკის შესახებ ისაუბრა:

''თუ შაკი ბევრს ივარჯიშებდა და სავარჯიშო დისციპლინა ექნებოდა, შესაძლოა, NBA-ს 12 ბეჭედიც მოგვეგო. ის ყველა დროის საუკეთესო იქნებოდა. მას ისეთი ძალა ჰქონდა, როგორიც მე არასდროს მინახავს. ყოველთვის კონკურენტუნარიანი და კარგი მოთამაშე იყო, მაგრამ მეტი ვარჯიშით უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო', - განაცხადა ბრაიანტმა.

შაკმა კობის განცხადებას ინსტაგრამზე უპასუხა. ო'ნილი წერს, რომ კობის იმ შემთხვევაში ექნებოდა 12 ბეჭედი, თუ დეტროიტთან თამაშში უფრო მეტ გადაცემას გააკეთებდა.

ბრაიანტმა საზოგადოებისთვის განმარტება გააკეთა. კობიმ აღნიშნა, რომ შაკისთან პრობლემები არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მედიის წარმომადგენლებს სწორედ ეს სურდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები