Thumbnail

ბენდტნერმა ნახევრად შიშველი მეგობარი გოგონას ვიდეო დადო და მალევე წაშალა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

შეგვიძლია ვიკამათოთ: ნიკლას ბენდტნერი კარგი ფეხბურთელი უფრო კარგი ფეხბურთელია, თუ უფრო სკანდალური. 31 წლის დანიელი არაერთ სკანდალში გახვეულა, ახლა კი, “ლორდმა” (სწორედ ესაა მისი მეტსახელი) კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება ისეთი საქციელით, რომელსაც ფეხბურთთან კავშირი საერთოდ არ აქვს.

მან ინსტაგრამზე დაპოსტა პატარა ვიდეო, რომელშიც თავის მეგობარ გოგონასთან, ფილინ როპსტორფთან ერთობა. სწორედ ამ ვიდეოთი მიულოცა ბენდტნერმა მას დაბადების დღე. ფილინი ვიდეოში ნახევრად შიშველია.

დღეს უკვე რუსენბორგის ფეხბურთელმა ვიდეო ძალიან მალე წაშალა, მაგრამ გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა მისი გადაწერა და გამოქვეყნება მოასწრეს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომაზე ნიკლას ბენდტნერმა ტაქსის მძღოლი სცემა...

კომენტარები

ბოლო ამბები