Thumbnail

'დღეს ის ტოპსამეულში არაა' - რივალდო ნეიმარს ესპანეთში დაბრუნებას ურჩევს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პსჟ-ის ფორვარდზე ისაუბრა
  • რივალდომ ნეიმარი მესისა და რონალდოს გვერდით არ დაასახელა

ბარსელონასა და მილანის ყოფილი ფეხბურთელი რივალდო მიიჩნევს, რომ მისი ნეიმარი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დასახელებას არ იმსახურებს. ბრაზილიელმა თავის თანამემამულის ესპანეთში დაბრუნების შესაძლებლობაზეც ილაპარაკა.

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? დღეს ასეთი მესია. მეორე ისევ კრიშტიანოა. რაც შეეხება მესამე, მიჭირს დასახელება, მაგრამ ის ნამდვილად არ არის ნეიმარი. პირველ რიგში იმის გამო, რაც გასულ სეზონში მოხდა. 2019/20 წლების სეზონში სამეულში დაბრუნების შანსი მას შეიძლება იმ შემთხვევაში ჰქონდეს, თუკი ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნდება. ასეთ შემთხვევაში, გამორიცხული არაა, საუკეთესოც გახდეს.

რივალდო  1999 წელს ოქროს ბურთის მფლობელი გახდა

მთლიანობაში კი ვფიქრობ, რომ ნეი შეცდა, როდესაც პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. ვისურვებდი, რომ ის ბარსელონაში დაბრუნებულიყო. მასთან ერთად ესპანური კლუბი, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის ბრძოლის მხრივ, უფრო ძლიერი იქნებოდა. დიახ, შეცდომა დაუშვა, მაგრამ მგონია, რომ ეს ყველას დაავაწყდება, როგორც კი გოლების გატანას დაიწყებს.

რეალში გადასვლა? ესეც კარგი იქნებოდა კლუბისთვისაც და ნეიმარისთვისაც, მაგრამ ვინაიდან თავად ბარსაში გამოვდიოდი, ამიტომაც ვისურვებდი, რომ სწორედ იქ დაბრუნდეს", - ამბობს 47 წელს მიღწეული ბრაზილიელი.

ნეიმარის კარიერა პსჟ-ში ტრავმებმა მნიშვნელოვნად დააზარალა

რივალდო ბარსელონას ღირსებას 1997-2002 წლებში იცავდა და მასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი ორჯერ, თითოჯერ კი უეფას სუპერთასისა და ესპანეთის თასის მფლობელი გახდა. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მან 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

ნეიმარი ბარელონიდან პარი სენ-ჟერმენში 2017 წლის ზაფხულში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რაც მსოფლიო რეკორდია. გასულ სეზონში 27 წლის ფორვარდმა საკლუბო დონეზე ყველა ტურნირის 28 მატჩში ითამაშა, გაიტანა 23 გოლი და მიითვალა 13 საგოლე პასი. 

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები