Thumbnail

ბორჯღალოსანთა გაფართოებული შემადგენლობა ბელგიასთან და გერმანიასთან

  • 28-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა.
  • ორი დებიუტანტი.
  • სამატჩო, 23-კაციანი შემადგენლობა 2-დღით ადრე გახდება ცნობილი.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპაზე გასამართი მატჩებისთვის ემზადება. მილტონ ჰეიგმა 28-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა ამ მატჩებისთვის. ნაკრების შემადგენლობაში ორი დებიუტანტია. ჯიქის კაპიტანი გურამ შენგელია და ენისეიში მოთამაშე მიხეილ გაჩეჩილაძე. ნაკრებს რამდენიმე მორაგბეც დააკლდება : ლაშა ტაბიძე, გიორგი მელიქიძე და მერაბ შარიქაძე.

ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა მატჩამდე 2-დღით ადრე გახდება ცნობილი. 

მილტონ ჰეიგი : „ბელგია და გერმანია მნიშვნელოვნად პროგრესირებენ და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ მათ დაუფასებლობას - მზად ვართ, რომ მატჩის დღეს ‘ჩვენი თამაში’ ვითამაშოთ. რაგბი ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა 2018 წელს ჩემპიონები გავხდეთ!“

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის პირველ შეხვედრას საქართველო ქუთაისში, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. ერთ კვირაში კი გერმანიას ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები