Thumbnail

ზიდანს პრობლემები არ ელევა! რეალს კიდევ ერთი ვარსკვლავი დაუშავდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მადრიდის რეალის უიღბლობა გრძელდება
  • 7 ფეხბურთელის შემდეგ, ისკოც დაშავდა

რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ტრავმირებული ვარსკვლავების სიას ახლა შემტევი ნახევარმცველი ისკოც შეემატა. ‘სამეფო კლუბში’ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ 27 წლის ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა მიიღო. ესპანური მედიის ინფორმაციით, ზიდანი ისკოს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3 კვირის განმავლობაში ვერ გამოიყენებს. 

ეს იმას ნიშნავს, რომ ისკო ვერც ესპანეთის ნაკრებს დაეხმარება - როგორც იცით, “ფურია როხა” ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო კვირის ხუთშაბათს რუმინეთს უნდა შეხვდეს, კვირას კი - ფარერებს.

ისკო რეალის მერვე ფეხბურთელია, რომელიც ტრავმის გამო ისვენებს. შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულები არიან ბელგიელი ახალწვეული ედენ აზარი, ასევე ბრაჰიმ დიასი, როდრიგო და ასენსიო. მანამდე, ტრავმები ფერლან მენდიმ, ლუკა იოვიჩმა და ბელგიელმა მეკარე ტიბო კურტუამაც მიიღეს.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები