Thumbnail

US OPEN | ნადალი და კირიოსი უპრობლემოდ გავიდნენ, ფედერერი დღეს თამაშობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაფაელ ნადალმა ჯონ მილმანი ადვილად დაამარცხა და მეორე წრეშია
  • ნიკ კირიოსს ოდნავ გაუჭირდა, მაგრამ ასევე 3 სეტში მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის შემდეგ, აშშ-ის ღია პირველობის მეორე წრეში როლან გაროსის გამარჯვებული რაფაელ ნადალიც გავიდა. ესპანელმა, რომელსაც US Open  3-ჯერ აქვს მოგებული, პირველ რაუნდში ავსტრალიელი ჯონ მილმანი (მე-60 ჩოგანი) პრობლემების გარეშე, სამ სეტში, 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ეს ის მილმანია, რომელმაც შარშან აშშ-ის ღია პირველობაზე უდიდესი სენსაცია მოახდინა და მერვედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა და რეკორდსმენი როჯერ ფედერერი დაამარცხა. ნადალის მომდევნო მეტოქე ავსტრალიელი თანასი კოკინაკისი იქნება, რომელიც რეიტინგში 203-ე ადგილზეა.

📺 ვიდეო: რაფაელ ნადალი 6:3, 6:2, 6:2 ჯონ მილმანი

აქვე ვთქვათ, რომ მეორე წრეში გავიდა ავსტრალიელი ნიკ კირიოსიც. “ბედ ბოიმ” ამერიკელი სტივ ჯონსონი 6:3, 7:6 (7:1), 6:4 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერი მეორე მატჩს დღეს გამართავს - მისი მეტოქე 99-ე ჩოგანი, ბოსნიელი დამირ ჯუმჰურია.

📺 ვიდეო: ნიკ კირიოსი 6:3, 7:6 (7:1), 6:4 სტივ ჯონსონი

კომენტარები

ბოლო ამბები