Thumbnail

მილტონ ჰეიგი: შოტლანდიასთან პირველივე თამაშში მაქსიმუმს გავაკეთებთ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა საუზერნ კინგსი დაამარცხა
  • მილტონ ჰეიგმა და დავით კაჭარავამ შეხვედრა შეაფასეს

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასისთვის მზადების ეგიდით, პირველი მატჩი გამართა, სამხრეთაფრიკულ კლუბ საუზერნ კინგს უმასპინძლა და 24:20 დაამარცხა.

მილტონ ჰეიგმა და დავით კაჭარავამ სამხრეთაფრიკულ გუნდთან გამართული მატჩი შეაფასეს. ჰეიგმა ყურადღება მოთამაშეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გაამახვილა. მილტონმა 2015 წლისა და 2019 წლის მსოფლიოს თასებისთვის მზადების პროცესები ერთმანეთს შეადარა.

მილტონ ჰეიგი: ცუცქირიძე საავადმყოფოშია. შემოწმება ჩაუტარდა და 2-3 საათში გავარკვეთ ზუსტ მდგომარეობას. მერაბის მდგომარეობა სანერვიულო არ არის. ასიეშვილიცა და ჩილაჩავაც კარგად არიან.

50 პროცენტით უფრო წინ ვართ, ვიდრე 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის ვიყავით მზად. ეს ყველაფერი ერთიანი პროცესია. ჩვენ ამ კონკრეტულ თამაშში ვაგებდით 15 ქულას და მატჩი კარგად ვერ დავიწყეთ, თუმცა მომზადების დონემ თავისი გააკეთა და თამაში შემოვატრიალეთ. პირველი მატჩისთვის ეს ძალიან მაგარი შედეგია. 

ვეცდებით, შოტლანდიასთან პირველივე თამაშში მაქსიმუმი გავაკეთოთ. რამდენიმე ცვლილება შემადგენლობაში აუცილებლად იქნება. ყველა მიიღებს შანსს. ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ მატჩისთვის მზადებას და შეცდომების გაანალიზებას.

დავით კაჭარავა: ვფიქრობ, რომ იმავე ხარისხით შეგვეძლო თამაშის დაწყება, როგორც ეს მეორე ტაიმში მოხდა. ფიზიკურად კარგად ვიყავით მომზადებული, თუმცა თამაშის ხარისხით ჩვენც უკმაყოფილო ვართ.

გუნდს დაღლა არ დატყობია და ცოტა გვიან ვიპოვეთ ჩვენი ადგილი მოედანზე, რის შემდეგაც თამაში შემოვატრიალეთ. შემდეგი 2 თამაში შოტლანდიასთან გვაქვს და ეს თამაშები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დაგვხეწავს.

ზუსტად ეს თამაშები არის ის საფეხური, რომელიც დაგვეხმარება მსოფლიოსთასითვის მზადებაში. გასაგებია, რომ ეს შეცდომები ცუდია, მაგრამ ამ პერიოდში ბევრი ვიმუშავეთ ფიზიკურ მომზადებაზე, რაც აუცილებლად გამოგვადგება.

კომენტარები

ბოლო ამბები