Thumbnail

ორი დებიუტანტი საქართველოს ნაკრებში! ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 5 სექტემბერი  | ⌚ 17:30 | ⚽ საქართველო V სამხრეთ კორეა (სტამბოლი) 
  • 8 სექტემბერი  | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V დანია (თბილისი)  

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წინ ორი მატჩი ელოდება: 5 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი ამხანაგურ შეხვედრას სამხრეთ კორეასთან გამართავს, 8 სექტემბერს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისში დანიას უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები საწვრთნელ პროცესს 2 სექტემბერს სტამბოლში დაიწყებს.

ზურიკო დავითაშვილი ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვიეს

უახლოესი ორი მატჩისთვის ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ ჯაბა კანკავა გუნდს მხოლოდ სამხრეთ კორეასთან დაეხმარება, დანიასთან დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრას კი ნაკრების კაპიტანი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრებში ორი დებიუტანტია: დინამო თბილისის წევრი ლევან შენგელია და ყაზანის რუბინის 18 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი. 

ლევან შენგელიამ ვლადიმირ ვაისის ყურადღება თბილისის დინამოში დაიმსახურა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (დინამო, თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).

ამ დროისთვის ცნობილია კიდევ 12 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო, ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი ( ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, ყაზანი, რუსეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები