Thumbnail

ზაალ ჩაჩავა ტორპედოდან მიდის - კლუბი ქუთაისის მერიის ბალანსზე გადავა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 2017 წელს, ჩაჩავამ ტორპედო 300 000 ლარად შეიძინა
  • ბოლო თვეებში ქუთაისურ კლუბს ფინანსური კრიზისი შეექმნა

ქუთაისის ტორპედომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით კლუბს ოფიციალურად ტოვებს ზაალ ჩაჩავა. 2017 წელს, ჩაჩავამ ტორპედო 300 000 ლარად შეიძინა, ბოლო თვეებში კი კლუბს ფინანსური კრიზისი შეექმნა.

ტორპედოს გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, რომ ზაალ ჩაჩავა კლუბიდან წასულიყო, ტორპედოსთვის ახალი ინვესტორი კი ქუთაისის მერიას მოეძებნა.

პროცესები სწორედ ამ სცენარით ვითარდება, რასაც ტორპედოს განცხადება მოწმობს:

"ტორპედოს აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ კლუბის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა. შედეგად, კლუბი მერიის ბალანსზე გადავა, რომელიც, თავის მხრივ, უახლოეს პერიოდში ტორპედოსთვის ახალი სპონსორის მოძიებას შეეცდება".

"ტორპედოს" აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ კლუბის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა. შედეგად, კლუბი ქალაქის...

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on სამშაბათი, 27 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები