Thumbnail
  • ინტერი 4:0 ლეჩე
  • ნერაძურიმ სეზონი გამარჯვებით გახსნა

იტალიის სერია A-ს პირველ ტურში ინტერმა ლეჩეს "სან სიროზე" უმასპინძლა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა.

ანტონიო კონტეს გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. "ნერაძურიმ" ანგარიში 21-ე წუთზე, ბროზოვიჩის გოლით გახსნა, ზუსტად სამ წუთში კი სენსიმ ინტერის მაისურით სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა.

სადებიუტო გოლის გატანა რომელუ ლუკაკუმაც მოახერხა. ბელგიელმა თავი მე-60 წუთზე გამოიჩინა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში ანტონიო კანდრევამ ბრწყინვალე შორეული დარტყმით დააფიქსირა, რომელმაც კიდევ ერთი ახალწვეულის ნიკოლო ბარელას პასით გაიტანა.

საბოლოოდ ინტერმა მატჩი 4:0 მოიგო და სერია A-ში პირველ ადგილზეა. კონტეს გუნდს ბურთების ყველაზე კარგი ბალანსი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე კი კალიარი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები