Thumbnail

ხარაიშვილის მე-4 გოლი სეზონში - გიოტებორგმა კალმარი გაანადგურა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიოტებორგი 4:0 კალმარი
  • 4 გოლი და 7 ასისტი მიმდინარე სეზონში

შვედეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგმა საკუთარ მოედანზე კალმარს უმასპინძლა და მეტოქეს 4:0 მოუგო. გიოტებორგმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში სტუმრებს კიდევ 3 გოლი გაუტანა.

ხარაიშვილმა შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა. გიორგიმ გოლი მატჩის 61-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა.

გოლი კალმართან

მორიგი სასიამოვნო გამარჯვება🔝 🔥 Great team work 🔵⚪️✊ IFK Göteborg 4️⃣:0️⃣ Kalmar

Posted by Giorgi Kharaishvili on სამშაბათი, 27 აგვისტო, 2019

გიოტებორგმა სეზონში მე-10 გამარჯვება იზეიმა. ხარაიშვილის გუნდს 38 ქულა აქვს და 38 ქულა დაუგროვდა.

გიოტებორგი მე-6 ადგილზეა და მე-3 ადგილზე მყოფ გუნდს 3 ქულით ჩამორჩება. გიოტებორგის მომდევნო მეტოქე სუნდსვალი იქნება, რომელიც ბოლო ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები