Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3 მარტონ ფუჩოვიჩი
  • მეორე წრეში ნიკა მსოფლიოს 394-ე ჩოგანს ხვდება

უდიდესი სენსაცია - მარიამ ბოლქვაძე მეორე წრეშია!

ნიუ იორკის "ფლაშინგ მედოუს" კორტებზე დაიწყო ამერიკის ღია პირველობის ძირითადი ბადის თამაშები. მე-17 ნომრად განთესილი 27 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (64) შეხვდა და ხუთ სეტში დაამარცხა - 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3. მატჩი თითქმის 4 საათს გაგრძელდა!

ფუჩოვიჩი ნიკასთვის უხერხული მეტოქეა, წლეულს 4 ორთაბრძოლიდან 3 მოუგო. მეხუთეც მისი კარნახით დაიწყო.

ბასილაშვილმა პირველივე გეიმზე დაკარგა მოწოდება, მაგრამ მალევე დაიბრუნა - 3:3. თუმცა უშედეგოდ, ფუჩოვიჩმა უკუბრეიქი და კიდევ ერთი ბრეიქი განახორციელა და სეტი 47 წუთში 6:3 მოიგო.

მეორე სეტში ნიკამ 1:1-ზე ბრეიქი განახორციელა, მაგრამ ისევ უკუბრეიქი ვიხილეთ და თამაში გათანაბრდა. ბასილაშვილმა 4:4-ზე შეუტია უკვე დაღლილ ფუჩოვიჩს, მოწოდება აართვა და სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:4. 

მესამე სეტი ნიკას მორიგი ბრეიქით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა უნგრელს კიდევ ერთი მოწოდება მოუგო და 4:1 დაწინაურდა. ამის შემდეგ ნიკას ექიმის დახმარება დასჭირდა, თუმცა დაბრუნდა და სეტიც ბოლომდე მიიყვანა - 6:2. 

მე-4 სეტი უცნაურად დაიწყო - ზედიზედ 4 გეიმი ვერ ახერხებდნენ ჩოგბურთელები საკუთარი მოწოდების მოგებას! ეს ფუჩოვიჩმა დაარღვია, თუმცა ბრეიქ პოინტს გადაურჩა. სამწუხაროდ, ნიკამ კიდევ ერთხელ წააგო საკუთარ მოწოდებაზე და მე-5 სეტიც დაინიშნა. 

გადამწყვეტ სეტში ნიკამ 1:1-ზე დაკარგა საკუთარი მოწოდება და ფუჩოვიჩი მატჩის ფავორიტი გახდა. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც 15:30-ს აგებდა, შეძლო უნგრელის მოწოდების მოგება და ანგარიშიც გათანაბრდა - 3:3. 

საბედნიეროდ, ამის შემდეგ ყველა გეიმი ნიკამ მოიგო და მეორე სეტშიც დამსახურებულად გავიდა.

ქართველი ჩოგბურთელი მე-2 წრეში 18 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის (394) შეხვდება, რომელმაც ჯერ საკვალიფიკაციო ბადე მოიგო, შემდეგ კი პირველ წრეში ტომაშ ბერდიხი (98) დაამარცხა - 6:1, 2:6, 6:4, 6:4. 

კომენტარები

ბოლო ამბები