Thumbnail
  • მამუკა გორგოძეს პირველ ტურში დადებული 2 ლელო დაუფასეს
  • ქართველი ლეგიონერი RUGBYRAMA-ს რჩეულია, მირცხულავა PRO D2-ში გამოარჩიეს

TOP 14-ის პირველ ტურში მამუკა გორგოძის ტულონი ანტონ ფეიქრიშვილისა და გიორგი თეთრაშვილის აჟენს შეხვდა და მეტოქეს 19 ქულით, 44:25 მოუგო. 35 წლის გორგოძემ შეხვედრაში 2 ლელოს დადება მოახერხა.

ფრანგებმა მამუკას საოცარი სტარტი დაუფასეს. ის TOP 14-ისა და RUGBYRAMA-ს სიმბოლურ ნაკრებებში მოხვდა. ქართველმა მორაგბემ ლელოები მე-13 და 59-ე წუთებზე გაიტანა.

ტულონმა პირველი გამარჯვება იზეიმა და სეზონის პირველ შეხვედრაში ბონუსქულაც მოიპოვა. გორგოძის გუნდი ლიონთან ერთად TOP 14-ს 5 ქულით ლიდერობს. მამუკა და ტულონი მომდევნო მატჩსაც სტუმრად გამართავენ - ბორდოს წინააღმდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები