Thumbnail

სახალისო ვიდეო - ლეო მესის 3 წლის ბიჭუნამ გოლი ბარსელონას კარში იზეიმა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პატარა მატეო ბარსა-ბეტისის მატჩს მამასა და ლუის სუარესთან ერთად დაესწრო
  • ბიჭუნამ სიხარულის ემოცია ვერც ნაბილ ფეკირის გატანილი გოლის დროს დამალა

ლიონელ მესისა და ლუის სუარესის გარეშე მოთამაშე ბარსელონამ ლა ლიგის მეორე ტურში შინ ბეტისი ანგარიშით 5:2 დაამარცხა. კატალონიელთა ტრავმირებული ფორვარდები თამაშს სტადიონის ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს. ინტერნეტში კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ არგენტინელი ვარსკვლავის სამი წლის ვაჟი, მატეო, ბეტისის გოლს ზეიმობს.

მატეომ სიხარულის ემოცია მატჩის მე-15 წუთზე, სტუმართა ნახევარმცველის ნაბილ ფეკირის გოლის დროს გამოხატა. პირველად ეს სუარესმა შენიშნა და ბავშვს შენიშვნა ხუმრობით მისცა, შემდეგ კი მომხდარზე ლეომაც იხალისა. 

ლიონელ მესისა და ანტონელა რაკუცოს სამი ვაჟი ჰყავთ: ტიაგო, მატეო და ჩირო.

ბეტისთან შეხვედრაში დუბლით ანტუან გრიზმანი გამოირჩა. კატალონიელებს 3 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე არიან. მომდევნო შეხვედრას ერნესტო ვალვერდეს გუნდი სტუმრად 31 აგვისტოს, ოსასუნას წინააღმდეგ ჩაატარებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები