Thumbnail

იაპონიის ოქროს დუბლი - ჩაგდებული სტარტის შემდეგ მასპინძლებმა 4 მედალი მოიგეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ორ წონაში იაპონიამ 2 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიპოვა
  • უტა აბე დაუმარცხებელია, მისმა ძმამ ტიტული ნახევარფინალში დაკარგა

ტოკიოში დასრულდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 დღის ორთაბრძოლები. თუ პირველი დღე ქართველებისა და უკრაინელებისთვის აღმოჩნდა წარმატებული - მსოფლიოს ჩემპიონები ლუხუმ ჩხვიმიანი და დარია ბილოდიდი გახდნენ, მასპინძელ იაპონელებს დღე ჩაუვარდათ (ვერცხლი და ბრინჯაო). 

სამაგიეროდ, იაპონელებმა მეორე დღეს ოქროს დუბლი შეასრულეს - მსოფლიოს ჩემპიონები უტა აბე (ქალები, 52) და ჯოშირო მარუიამა (66) გახდნენ. სამწუხაროდ, ქართველებმა დღეს წარუმატებლად იასპარეზეს - ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი მე-3 წრეში გამოეთიშნენს ასპარეზობს, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი - მეორეში.

აბემ რუსი 30 წამში იპონზე დააგდო

აბეს 30 წამი ეყო ფინალში რუსი ნატალია კუზიუტინას იპონით დასამარცხებლად. უტა აბე 2016 წლის მერე დაუმარცხებელია ზედიზედ 42 ორთაბრძოლა! ბრინჯაოს მედლები კი იაპონელმა აი შიშიმემ და კოსოვოელმა მაილინდა კელმენდიმ მოიპოვეს.

ვაჟთა შორის მოქმედი ჩემპიონი ჰიფუმი აბე (უტას ძმა) ნახევარფინალში დამარცხდა და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დაჯერდა.

ფინალში იაპონელმა მარუიამამ აბეს დამარცხების შემდეგ კორეელ კიმ ლიმჰვანს მოუგო და ოლიმპიადისთვის იაპონიის ნომერ პირველი ძიუდოისტის (წონაში) სტატუსი გაიმყარა. ბრინჯაოს მედალი აბესთან ერთად, მოლდოველმა დენის ვიერუმ მოიპოვა. 

27 აგვისტოს ტატამიზე 73 კილო წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟები გავლენ, სადაც ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებს. 

დღის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები