Thumbnail

ჟოზე რეალზე ოცნებობს - მადრიდში მოურინიოზე სერიოზულად ფიქრობენ?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • AS-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი ხელშეუხებელი აღარ არის
  • ფლორენტინო პერესი მოურინიოს დაბრუნებაზე დაფიქრდა

ნუთუ ეს მართლა რეალურია?

ესპანური სპორტული გამოცემა AS წერს, რომ ჟოზე მოურინიოს მადრიდის რეალში დაბრუნება არათუ შესაძლებელია, არამედ იმაზე რეალურია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, 56 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა რამდენიმე სერიოზულ შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან სწორედ მადრიდული გრანდის წინადადებას ელოდება. შეგახსენებთ, რომ ახლა მოურინიო Sky Sports UK-ს ტელეექსპერტად მუშაობს.

ზიდანის დაბრუნება ჯერჯერობით წარუმატებელია

რაც უნდა მოულოდნელად ჟღერდეს, ზინედინ ზიდანი რეალში ხელშეუხებელი არ არის. მას მერე, რაც ფრანგი 47 წლის ‘სამეფო კლუბში’ დაბრუნდა, რეალმა ლა ლიგაში 13 მატჩიდან მხოლოდ 6 მოიგო. ახალი სეზონი მადრიდელებმა სელტასთან გამარჯვებით (3:1) დაიწყეს, მაგრამ მეორე ტურში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ვალიადოლიდი ვერ დაამარცხეს (1:1).

📋 მეტი ამ თემაზე:

AS წერს, რომ რეალის ხელმძღვანელები მწვრთნელის შეცვლას არ გამორიცხავენ და ზიდანს, რომელმაც 2016, 2017 და 2018 წლებში გუნდს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოაგებინა, დიდხანს აღარ ენდობიან. AS-ის ინფორმაციით, რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მოურინიოს დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ ჟოზე მადრიდულ გრანდში 2010-დან 2013 წლამდე მუშაობდა და ესპანეთის ჩემპიონატი (2012) და კოპა დელ რეი (2011) მოიგო.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები