Thumbnail
  • 433-მა გიორგი მერებაშვილის ვიდეო გამოაქვეყნა
  • ქართველ ფეხბურთელმა ცნობილ საფეხბურთო გვერდს მალევე უპასუხა

433 საფეხბურთო გვერდია, რომელიც სოციალურ ქსელებში ყველა საფეხბურთო ლიგის ლამაზ გოლებსა და საინტერესო მომენტებს აქვეყნებს. გვერდს ფეისბუქზე 3 მილიონზე მეტი მომწონებელი ჰყავს, ხოლო ინსტაგრამის გვერდს უკვე 22 მილიონი გამომწერი.

433-მა ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მერებაშვილის ვიდეო გამოაქვეყნა. 2016/2017 წლების სეზონში, გიორგიმ პოლონეთის ექსტრაკლასას მატჩში ბრწყინვალე სოლორეიდი განახორციელა, მცველი და მეკარეც მოატყუა, მაგრამ ცარიელ კარს ააცილა. 433 მერებაშვილის მომენტს ასეთი ტექსტით გამოეხმაურა: "From Leo Messi to messy".

ექსტრაკლასას ოფიციალურმა გვერდმა ვიდეოზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: 'მისთვის ასეთი მომენტების შექმნა მარტივია. მან მოწინააღმდეგეებს შანსი მისცა'. ვიდეოს ინსტაგრამზე 445 ათასზე მეტი ნახვა და 108 ათასზე მეტი მოწონება აქვს.

ვიდეოს კომენტარებიც ძალიან სახალისოა. "მესი იყო და 2 წამში მორატა გახდა" - წერს ერთი იუზერი. "არა, მართლა მესია - ოღონდ, არგენტინის ნაკრების ფორმაში!" - პასუხობს მეორე. "რომელუ ლუკაკუსავითაა" - წერს მესამე. 

მერებაშვილმა, რამდენიმე წუთში, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, საპასუხოდ გამოაქვეყნა თავისი ცნობილი გოლის ვიდეო, სადაც მისი დრიბლინგი გოლით მთავრდება. ქართველმა 433 მონიშნა და პოსტს ასეთი ტექსტი მიაწერა: "Old but Gold"

კომენტარები

ბოლო ამბები