Thumbnail

გორგოძის ბრწყინვალე სტარტი! დუბლი აჟენის წინააღმდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აჟენი 25:44 ტულონი
  • მამუკა გორგოძემ პირველ ტურში აჟენს დუბლი შეუსრულა

TOP 14-ის პირველ ტურში მამუკა გორგოძის ტულონი ანტონ ფეიქრიშვილისა და გიორგი თეთრაშვილის აჟენს შეხვდა და მეტოქეს 19 ქულით, 44:25 მოუგო. 35 წლის გორგოძემ შეხვედრაში 2 ლელოს დადება მოახერხა.

მამუკამ ლელოების გატანა მე-13 და 59-ე წუთებზე შეძლო. მან შეხვედრის პირველი ლელო დადო, რის შემდეგაც ტულონმა ტაიმი 5 ქულით, 18:13 მოიგო. სტუმრებმა უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს, როდესაც მეტოქეს კიდევ 14 ქულით აჯობეს.

ტულონმა პირველი გამარჯვება იზეიმა და სეზონის პირველ შეხვედრაში ბონუს ქულაც მოიპოვა. გორგოძის გუნდი ლიონთან ერთად TOP 14-ს 5 ქულით ლიდერობს. მამუკა და ტულონი მომდევნო მატჩსაც სტუმრად გამართავენ - ბორდოს წინააღმდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები