Thumbnail

18 წლის დარია ბილოდიდმა მსოფლიოს ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დარიამ ოქროს მედლის მოსაგებად 5 ბრძოლა ჩაატარა
  • უკრაინელმა გოგონამ ფინალში იაპონელი ფუნა ტონაკი დაამარცხა 

ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, სადაც პირველ დღეს, ქალთა შორის, 48-კილოგრამამდე წონით კატეგორიის გამარჯვებული უკრაინელი დარია ბილოდიდი გახდა.

დარიას ოქროს მედლის მოსაგებად 5 ბრძოლის ჩატარება დასჭირდა. ფინალის გარდა, უკრაინელმა გოგონამ ყველა ბრძოლა იპონით მოიგო. დარია ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მონღოლ ურანცეცეგ მუნხბატს შეხვდა და იპონით დაამარცხა.

ტოკიოში შარშანდელი ფინალი განმეორდა. დარია ბილოდიდი ფუნა ტონაკის შეხვდა და მასპინძელ გოგონას ამჯერადაც მოუგო. დარიამ მეტოქეს ვაზარით აჯობა. ბილოდიდმა მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა. დარია მხოლოდ 18 წლისაა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უკვე 2-ჯერ აქვს მოგებული.

მან განაცხადა, რომ მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ტოკიოს ოლიმპიადას მზად შეხვდეს და მანამდე სხვა ტურნირებზეც ღირსეულად გამოსვლას ეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები