Thumbnail

გრიზმანის დუბლი პირველივე მატჩში! ბარსამ ბეტისი გაანადგურა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბარსელონა 5:2 ბეტისი
  • 0:1 - ფეკირი (15), 1:1 - გრიზმანი (41), 2:1 - გრიზმანი (50), 3:1 - პერესი (56), 4:1 - ალბა (60), 5:1 - ვიდალი (77), 5:2 - ლორენი (79)

ლა ლიგის მეორე ტურის მატჩი კატალონიის ბარსელონამ საკუთარ კედლებში - ბეტისის წინააღმდეგ გამართა, მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ბარსამ მეტოქე 3 ბურთიანი სხვაობით - 5:2 დაამარცხა.

ვალვერდეს გუნდს შეტევაში გუნდის ლიდერები - ლიონელ მესი და ლუის სუარესი არ ჰყავდა, თუმცა მათი არყოფნა გუნდს არ დატყობია, რადგან ლიდერის ფუნქციები გუნდის ახალწვეულმა - ანტუან გრიზმანმა შეითავსა, რაც გატანილი დუბლითაც აღნიშნა.

გრიზმანს აქამდე 10 მატჩი ჰქონდა კამპ ნოუზე ჩატარებული და ფრანგის გოლების მაჩვენებელი ნულს უდრიდა, ბარსას ფორმით კი პირველივე მატჩში დუბლი გაიტანა.

მატჩის მიწურულს ვალვერდემ მოედანზე ანსუმანე ფატი გამოიყვანა, რომელიც ბარსას ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა - 16 წლის და 298 დღის - მხოლოდ ვისენჩ მარტინესი იყო უფრო ახალგაზრდა 1941 წელს როდესაც მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშა - 16 წლის და 280 დღის.

საინტერესო ფაქტები

⚽ ანტუან გრიზმანს კამპ ნოუზე 10 მატჩში გოლი არ ჰქონდა გატანილი. ახლა ეს ანტი-რეკორდი ბეტისის ბენიტო ვილამარინს ეკუთვნის, სადაც გრიზმანს 6 მატჩია არ გაუტანია.

⚽ დებიუტანტი ანსუმანე ფატი ბარსას ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა - 16 წლის და 298 დღის.

⚽ გრიზმანი ბარსას ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, ვინც გუნდის ფორმით ლა ლიგაში კამპ ნოუზე დებიუტი დუბლით აღნიშნა.

⚽ ბარსას სუარესის მოსვლის შემდეგ ისეთი მატჩი არ ჰქონდა მოგებული, სადაც არც მესი და არც თვითონ ურუგვაელი არ იყვნენ მოედანზე - 2 ფრე და 1 წაგება...

კომენტარები

ბოლო ამბები