Thumbnail

მასპინძლებისთვის საშინელი ტური! სახლში ტოტენჰემიც დამარცხდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტოტენჰემი 0:1 ნიუკასლი
  • ვულვერჰემპტონი 1:1 ბარნლი
  • 10-დან, 7 შემთხვევაში მასპინძელმა გუნდმა წააგო...

პრემიერლიგის მეოთხე ტურის მასპინძლებისთვის ცუდი გამოდგა - 10 მატჩიდან 7 მასპინძლებმა დათმეს, მათ შორის გამოკვეთილმა ფავორიტებმა - მანჩესტერ იუნაიტედმა, ვულვერჰემპტონმა და ტოტენჰემ ჰოთსპურმა.

სპურსმა დღეს სახლის თამაში ნიუკასლთან წააგო, შეხვედრაში ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ჟოელინტონმა გაიტანა, რომელმაც მცველების მიერ დატოვებული სივრცით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ლორისის კარში მოათავსა ბურთი.

ამ გამარჯვებით ნიუკასლმა წელს პირველი ქულები აიღო, ხოლო იქნება თუ არა ეს მატჩი ტოტენჰემში კრიზისის დასაწყისი ამას მომავალ კვირას არსენალთან გასამართი ჩრდილო ლონდონური დერბი გვიჩვენებს.

ტოტენჰემის სატრანსფერო პასიურობას, კრისტიან ერიკსენის (რომელიც დღეს სათადარიგოთა სკამზე იჯდა) გაუგებარი სიტუაცია ემატება, ასევე ისიც, რომ კლუბის სარეკორდო შენაძენი და გასულ მატჩებში ერთ-ერთი საუკეთსო ფეხბურთელი ნდომბელე ვარჯიშზე გაურკვეველი ვადით დაშავდა.

ტური საშინაო მარცხით დაასრულა ვულვერჰემპტონმაც, რომლისგანაც ყველა სახშლი ბარნლისთან ადვილ გამარჯვებას ელოდა. თუმცა შონ დაიკის გუნდი ეშლი ბარნსის გოლით თამაშს მთელი მატჩი იგებდა, საბოლოოდ კი 97 წუთზე ხიმენესმა პენალტით გაათანაბრა და მატჩის გადარჩენა შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები