Thumbnail

ოთარ კიტეიშვილის გოლი და საგოლე პასი ავსტრიის ბუნდესლიგაში

  • შტურმი 2:0 ტიროლი
  • ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასი და გოლი ავსტრიაში

ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში ტიროლს უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 მოუგო. კიტეიშვილის გუნდმა 5 მატჩიდან მე-3 შეხვედრა მოიგო. ოთარმა მონაწილეობა ორივე გოლში მიიღო.

ქართველმა 39-ე წუთზე სტეფან ჰირლანდერს გაატანინა, ხოლო 58-ე წუთზე კიტეიშვილმა თვითონაც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0. შტურმს 9 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. კიტეიშვილის გუნდის მომდევნო მეტოქე ალტახი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები